თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

access_time2019-07-22 16:30:05


ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან იწყება.



„ლარის დღევანდელი სიტუაცია ყველაფერს ურთულეს  სიტუაციაში აყენებს . დღეს არასტაბილურობა და არაინფორმირებულობაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიწყნარე, გამოსვლების დროს თავდაჯერებელი საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება ცუდი და ისეთი, რაც არ უნდა მოხდეს, გასაოცარია. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს და ღრმად და სერიოზულად აუხსნას არამარტო ბიზნესს, არამედ, მთელს სახელმწიფოს, რა გეგმები აქვთ და სად ხედავს მარეგულირებელი თავის საჭიროებას. თუ არ ერევა ლარის გამყარებაში და მარტო აფიქსირებს რა ხდება ბაზარზე, მაშინ მისი ფუნქციაც უნდა გადაიხედოს,“–აცხადებს “კომერსანტთან“ ჭყონია.


 

როგორც  ჭყონია აღნიშნავს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა აისახება იმ პროექტებზეც რომლის განხორციელებაც იგეგმება ან ამჟამად მიმდინარეობს. 



მისი თქმით,  პროექტები, რომელიც მას აქვს დაწყებული, დიდი ხანია იგეგმებოდა, წლების წინ შექმნილია და ეხლა კორექტირებას განიცდის, თუმცა, მაინც გრძელდება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ პროექტები უნდა გაგრძელდეს, სხვა გზა არ არის.



 „ჩვენ რომ ველოდოთ ეროვნული ბანკის განცხადებებს და გულხელდაკრეფილები ვიყოთ, ქვეყანა ჩამოიშლება. სიმართლე უნდა ითქვას და ის შემდეგში მდგომარეობს – ეროვნულ ბანკში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, ეს ვიღაცამ უნდა ახსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ასე წარმოუდგენელია,“–აღნიშნავს ჭყონია.


შეგახსენებთ, დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათიდან  ერთი დოლარი უკვე 2,8701 ლარად ივაჭრება.თუმცა, ამავე სავაჭრო პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ ყველაზე  1 დოლარის ყველაზე მაქსიმუმი   ნიშნული 2.9325-ლარი დაფიქსირდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი დუმის მხარდაჭერილ სანქციებზე უარი თქვა, ავტომატურად Bloomberg-ზე ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო. 


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  19 ივლისს  დადგენილი კურსით, დღეს   ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8845 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2410 ლარია.


თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განცხადებით, ლარი სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოყვება.

 

სოფო ქსოვრელი 





რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up