თემურ ჭყონია: საქართველოში ლუდის ბაზარი არ არის, არ არის ლუდის კულტურა

თემურ ჭყონია: საქართველოში ლუდის ბაზარი არ არის, არ არის ლუდის კულტურა

person access_time2016-03-06 18:15:28

ინტერვიუ ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან


- პრემიერი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მარკირების საკითხი იყო. შეხვედრას თქვენ პირადად ესწრებოდით, რა ძირითად თემებზე ისაუბრეთ და კმაყოფილი ხართ თუ არა?


- პრემიერისთვის ცნობილი იყო მარკირების გარშემო შექმნილი სიტუაცია. შეხვედრით ყველა კმაყოფილი დავრჩით იმის გამო, რომ პრემიერმინისტრი არ იყო მხარე, მათ შორის არც ჩვენ. პირველად იყო შემთხვევა, რომ ყველა - ბიზნესი და სახელმწიფო გაერთიანდა ერთი შედეგის მისაღებად. კერძოდ, რამდენად საჭიროა მარკირება და რამდენად ეფექტური იქნება მისი გამოყენება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოსთვის. ჩემი პირადი შეხედულება მაინც ის არის, რომ მარკირება ზედმეტი რგოლია. ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ შესაძლებელია უკეთესი შედეგი მიიღოს სახელმწიფომ და ბიზნესმა. აქედან გამომდინარე, პრემიერმა მიიღო ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება, რომ არ ვიყოთ მხარეები, ამის გამო დეტალურად შევისწავლოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, დავაკვირდეთ არაუგვიანეს 6-7 თვისა, ამის შემდეგ კი ისევ შევიკრიბოთ. დაკვირვება არ უნდა მოხდეს კონკურენციის თემით ანუ ეს ყველაფერი ურთიერთგაგებაში უნდა მიმდინარეობდეს. დაკვირვება უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა დაპირისპირებით მიღებული შედეგი.


- შეხვედრას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. იქ ითქვა, რომ მარკირების ამოქმედების შემდეგ 17 პროცენტით გაიზარდა აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა. მთავარი მიზანი სწორედ აღრიცხვიანობის მოწესრიგებაა, თუმცა, კომპანიები საუბრობთ, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არის. თუ ამ მხრივ პრობლემა არ იყო, ეს მონაცემი საიდან მოვიდა?

 

- 17 პროცენტიანი ზრდა მარკირების შემოღების შედეგი არ არის. ამის გარშემო მე ვესაუბრე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ვუთხარი,. რომ ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ გავზარდოთ წარმოება 20-25 პროცენტით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარკირების შედეგად გაიზრდება. მაგალითად, ზრდის დღევანდელი გეგმა არის 22 პროცენტი. თუმცა, ეს ინვესტიციების განხორციელების ხარჯზე იქნება. ანუ, ვგეგმავთ მარკეტინგულ ღონისძიებებს, სერიოზული ბრენდების დამატებას და ასე შემდეგ. ჩვენ ბიზნესი ვართ და უნდა გავიზარდოთ, ეს ჩვენი მოწოდებაა და თუ ვიზრდებით, არ ნიშნავს იმას, რომ ამას ვიღაცის გამო ვაკეთებთ. ამაზე ჯანსაღი კამათი იყო.

 


შეხვედრაზე ასევე წამოიწია მეორე მნიშვნელოვანმა თემამ - ის მცირე მეწარმეები (უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები), რომლებიც ადრე არ იყვნენ ჩართული საქართველოს ეკონომიკაში, მათ შეიძინეს დაბეჭდილი ქაღალდი. აქ მე დავსვი საკითხი-რა საჭიროა შვეიცარული კომპანია ქაღალდის დასაბეჭდად თუ მცირე მეწარმეებს უნდათ საქართველოს ეკონომიკაში ჩართვა მისცენ მარკირებული ქაღალდი და ასე ჩაერთვებიან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვეიცარულ კომპანიას უნდა უხადოს სახელმწიფომ ფული. ეს დიალოგიც იყო.


- როგორც ვიცი, მარკირების პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა, ეს წარმოებას რამენაირად აფერხებს?


- რა თქმა უნდა. ის დანადგარები, რომლებიც ჩვენთან დგას, უფრო მოძველებულია, ვიდრე ჩვენი ტექნოლოგიური ხაზები. ეს დანადგარები მთლიანად არის 35 მილიონი ევროს ღირებულების. წარმოიდგინეთ, ეს ყველა დანადგარი სრულყოფილია ტექნოლოგიურად ხარისხიანობის, აღრიცხვის, დაბეჭდვის თვალსაზრისით. შვეიცარული დანადგარები ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ზედმეტი რგოლია. ეს არის დანადგარი, რომლის გარეშეც ჩვენი სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაცილებით იოლი და იაფია, ვიდრე მასთან ერთად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს თემა საკამათო არ იყო. შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო.


ჩვენ 2 კვირაში კიდევ უნდა შევიკრიბოთ, დეტალები გავწეროთ. 15 მარტისთვის უნდა გვქონდეს გაწერილი პროგრამა იმისა, თუ როდის დასრულდება ეს კამათი.

 

- თუ დაისვა საკითხი ლუდზე აქციზის თემაზე?


- ჩვენ დავსვით ეს საკითხი. პრემიერმინისტრი მაგალითად, ჩეხეთში რომ ბრძანდებოდა, ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან ჰქონდა მოლაპარაკება. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს იმისი, თუ გაგვიჩნდება კონკურენტი. განსხვავება შემდეგშია - ჩეხეთში 1 ლიტრ ლუდზე გადასახადი არის 15 ევროცენტი, ჩვენთან - 27. წარმოგიდგენიათ რამხელა სხვაობაა? ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ვუთხარით, რომ ჩეხ ინვესტორს გაუჩნდება კითხვა, რატომ არის იქ 15 ევროცენტი და აქ 27, ეს კი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. აქედან გამომდინარე, ვთხოვეთ, რომ ეს საკითხიც გადაიხედოს. ჩემი აზრით, ლუდის ბაზარი საქართველოში არ არის. მხედველობაში მაქვს ის, რომ არ არის ლუდის სიტუაცია და კულტურა. მაგალითად, არ მომწონს სარეკლამო კომპანიები, რომელიც აგებულია მხოლოდ პახმელიაზე, ხინკალზე, ორთქლზე, ოხშივარზე. კამპანიებში არ არის ჩართული ის, რომ ლუდი არის კულტურული სასმელი და არა მხოლოდ საპახმელიო. ამიტომ არის, რომ საქართველოში ვთქვათ წელიწადში 20 ლიტრი ლუდი ისმევა და ჩეხეთში 140. იქ კულტურაა შექმნილი. კარგი იქნება, თუ საშუალება გვექნება, რომ გავხსნათ ბარები, პაბები, სადაც ლუდს ადამიანი კულტურულად დალევს. მხედველობაში მარტო ლოთები კი არ მყავს, არამედ ქალები, ახალგაზრდები. ევროპაში მანდილოსნებიც სვამენ ლუდს. ეს არ არის ის სასმელი, რომელიც სათაკილოა. ჩვენთან ამან სხვა ფორმა მიიღო.


-კონკურენცია ახსენეთ, რას დაუპირისპირებთ გაზრდილ კონკურენციას.თუ შემოვა ახალი მოთამაშე, „კასტელის" სტრატეგია როგორია?


- ჩვენი მიმართულება არის მხოლოდ ერთი - რეკლამაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩვენი ლუდი ევროპაში ხარისხით ერთერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით „არგო", „კალტენბერგი". ჩვენ ამას გერმანიის ორი სხვადასხვა ლუდსახარშის კონკულტანტების დახმარებით ვაკეთებთ.




წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up