თემურ ჭყონია – საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ სერიოზულ როლს თამაშობს, ეს თემა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი

თემურ ჭყონია – საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ სერიოზულ როლს თამაშობს, ეს თემა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი

person access_time2016-10-05 11:00:17

-რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. როგორც ვიცი, შეხვედრას თქვენც ესწრებოდით. მოკლედ რომ გვითხრათ, შეხვედრაზე რა ძირითადი მესიჯები გამოიკვეთა?



-ბიზნეს ფორუმის ეგიდით შეხვედრა გვქონდა, სადაც არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოში და რეგიონში არსებული ეკონონიმიკური მდგომარეობის პრეზენტაცია გამართა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს რეგიონში ამ მიმართულებით უპირატესობა აქვს. ვგულისხმობ, ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ განვითარებას, სტაბილურობას. ამის შემდეგ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესს მაცოცხლებელი როლი აკისრია. ასევე ითქვა, რომ წელს ქართული ბიზნესის ინვესტიციები გაცილებით დიდია, ვიდრე გასულ წელს და ეს არის სტაბილურობის გარანტი. მთავრობასთან ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ,რომ შემცირდეს უმუშევრობის დონე და აიწიოს ცხოვრების დონე. ჩვენც გამოვთქვით ჩვენი აზრი, რომ 4 წელიწადი საკმარისი არ არის იმ ამოცანების მისაღწევად, რაც საქართველოს სჭირდება. ის მომენტები, რაც 4 წლის განმავლობაში გაკეთდა, ბევრია. პირველი წელი უფრო პოლიტიკური პაექრობის წელი იყო, ვიდრე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების. ასე რომ, 4 წელი საკმარისი არ არის იმ შედეგების მისაღებად, რაც მთავრობას გააჩნია.


შეხვედრაზე ბიზნესმენების მხრიდან ერთსულოვნად აღინიშნა, რომ ბიზნესის კეთების მხრივ მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. დღეს საკუთრება მაქსიმალურად დაცულია, არ ხდება ძალადობა. ასევე შევეხეთ საარჩევნო გარემოს. ყველას აზრი იყო, რომ ახლანდელი საარჩევნო გარემო და სიტუაცია უკიდურესად წყნარია. ისეთი სიწყნარეა, რომ ვერ ვგებულობთ რისი ბრალია. ვფიქრობ, რომ ეს არის არსებული პოლიტიკური სტაბილურობის ბრალი.დიდი ფაქტორია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის სწორი პოლიტიკა. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვირიკაშვილის ეკონომიკურ გუნდს ბიზნესის ძლიერი მხარდაჭერა და ნდობა აქვს.



-თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესმენების პოზიცია იყო ის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესებულია ბიზნეს გარემო. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?



-ბოლო 4 წლის განმავლობაში შემოთავაზებული იყო შემდეგი ეკონომიკური მიმართულების პროგრამები: „აწარმოე საქართველოში", რომელმაც საკმაოდ წარმატებულად იმუშავა. სტარტაპის შემთხვევაში გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა, ჯერ ეს პროგრამა დამუშავების პროცესშია. მოკლე პერიოდი გავიდა იმისათვის, რომ ეს პროგრამა დაიხვეწოს. ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად წინ არის. ამ მხრივ ვითარება ბევრად გაუმჯობესებულია.



-რამდენად ეთახმებით მთავრობის ბიზნესთან ურთიერთობის ასეთ სტილს? შედეგიანია ხოლმე ასეთი შეხვედრები?



-რა თქმა უნდა შედეგიანია. ძირითადად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები არის ხოლმე. ვგებულობთ მთავრობის გეგმებს,პერსპექტივებს და ჩვენს როლს. მთავრობას ბიზნესთან სწორი კომუნიკაცია აქვს.



-მსგავსი შეხვედრების ფარგლებში თუ გახსენდებათ ისეთი საკითხი, რომელიც პრობლემური ყოფილა და მთავრობასთან განხილვის შემდეგ მოგვარებულა? თუ ეს არის ხოლმე შეხვედრა შეხვედრისთვის?



-შეხვედრა შეხვედრისთვის ნამდვილად არ არის. წინა შეხვედრებზე დავსვით ისეთი საკითხები როგორიცაა, ლუდის გაზრდილი აქციზები და მარკირება. შედეგის შედეგია შემდეგი: ჩვენთვის უარი არავის არ უთქვამს,მთავრობას არ უთქვია, რომ ეს მიუღებელია და განხილვას არ ექვემდებარება. წლის ბოლომდე ეს თემა სავარაუდოდ, მოგვარდება. ველოდებით სეზონის დასრულებას და იმის ანალიზს, თუ რა უარყოფითი და დადებითი შედეგები ექნება ამ თემას. ეს თემა განხილვის პროცესშია და ვფიქრობ, რომ საშუალო შედეგზე მივალთ.


-რამდენიმე დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ეკონომიკური პროგრამებიდან რომელია უფრო მეტად რეალისტური და თქვენთვის მისაღები?




-ყველა პროგრამა თითქმის ერთმანეთს ჰგავს. ზოგიერთი ძალიან პოპულისტურია. მაგალითად, ნეგატიურად ვუყურებ სოციალური პროგრამების ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მილიონ ადამიანს რომ დავეხმაროთ, ეს ეკონომიკურ განვითარებას არ მოიტანს. ეკონომიკური ცხოვრების დონის აწევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღარიბების დახმარება. მაგალითად, „ქართუმა ოცნებამ" სხვა მიმართულება აირჩია.


-მიხვდა "ქართული ოცნება" რომ ქვეყანაში სოციალური მიმართულებისთვის პრიორიტეტის მინიჭება წამგებიანია?



-კი არ მიხვდა, უბრალოდ, ის შედეგი ვერ მიიღო, რაც უნდოდა. სოციალური დახმარებების გაცემა გაუთავებლად არ შეიძლება. „ქართული ოცნების" პროგრამა გაცილებით უფრო რეალისტურია. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არიან ამ პროგრამის შემსრულებლები. ესაა მთავარი.



-თქვენ ადრე ღვინის ბიზნესში შესვლას აპირებდით, შემდეგ ეს ეს თემა გააჩერეთ. მას შემდეგ, რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულდა და 2017 წლის მეორე ნახევრიდან ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა, ხომ არ გააქტიურებთ ამ თემას? ზოგადად, როგორ შეფასებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობას, საქართველო რამდენად ნახავს სარგებელს?



–შესაძლებელია ღვინის თემით ნამდვილად დავინტერესდე. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.ამ დროისთვის ჩამოყალიბების პროცეში ვართ. ვსწავლობთ ფინანსებს და ზოგადად, ბაზარს. ყოველ მიზეზ გარეშე, თუ ჩვენ თავად არ ჩავერთვებით ამ თემაში, ვინმესთან პარტნიორობას მაინც დავიწყებთ. შეიძლება ახალი არ დავიწყოთ, თომცა ვინმესთან კოოპერაციაში შევალთ. რაღაცას შევთავაზებთ, ვიღაცას აუცილებლად დავჭირდებით.


რაც შეეხება ჩინეთთან ვაჭრობას და ზოგად შეფასებას, ეს მარტო ქართველ ბიზნესმენებზე არ იქნება აწყობილი. მისი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, ინვესტორები უნდა დავაინტერესოდ სხვა ქვეყნებიდან ფული შემოვიდეს და აქ საწარმოები დააფუძნონ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა მარტო ქართველ ბიზნესმენებზე არ არის გათვლილი. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მარტო ქართველ ბიზნესმენებზე ავაწყობთ ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა სწრაფად არ გაიზრდება. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები უნდა დაინტერსდნენ საქართველოში წარმოებების გაზრდით.



–თუმცა, ეს სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივია. შესაბამისად, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქართული პროდუქტისთვის ჩინური ბაზრის გახსნის შემდეგ, ანალოგიურად გზა საქართველოში ჩინურ პროდუქტსაც გაეხსნება და ჩინური პროდუქტი ქართულ ბაზარს წალეკავს. ამაზე რას იტყვით?



–ამის რეგულაცია შესაძლებელია. ჩინეთი შესულია აშშ-ში და მთელს მსოფლიოში, იქ უბნებიც კი არის ჩინური, თუმცა, ამით არცერთი ქვეყანა არ გაღარიბებულა და დაქცეულა. უბრალოდ, უნდა იყოს სწორი კანონმდებლობა და სწორი რეგულაციები და ყველაფერს მივაღწევთ.



-თქვენ ტურისტულ ბიზნესშიც ხართ. გასულ წელს სიღნაღში სასტუმრო „სოლომონი" გაყიდეთ. ამჟამად ქობულეთში გაქვთ „ჯორჯია პალასი" , ამის გაყიდვასაც ხომ არ გეგმავთ და საერთოდ, ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?



-საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ სერიოზულ როლს თამაშობს. ეს თემა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი. არ უნდა იყოს დეკლარირებული, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ასე ბევრი ქვეყანაა მიმზიდველი, მათ შორის, საბერძნეთი, მაკედონია. ამით ჩვენ ვერავის ვერ გავაკვირვებთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები იმაში, რომ ვართ ერთადერთები რეგიონში. ჩვენ ვართ ერთ–ერთი. აქედან გამომდინარე, ტურიზმი მომართული უნდა იყოს რეგიონის განვითარებაზე. მოკლე მაგალითს გეტყვით: ტურიზმი არის შავიზღვისპირეთი. სფეროს განვითარებაში უნდა იყოს ჩართული გურია, სამეგრელო. ეს რეგიონები უნდა აწარმოებდნენ იმ პროდუქციას, რომელიც შავი ზღვისპირეთში გაიყიდება. ეს დიდი შემოსავალი იქნება. ეს თემა სწორად არ არის ორგანიზებული იმ რეგიონებში, რომელიც მე დაგისახელეთ.



-იმდენად პერსპექტიულად დასახეთ ტურიზმი, რომ ალბათ, ამ ბიზნესში კიდევ უფრო გააქტიურდებით. გაქვთ გეგმები ამ მიმართულებით?


-ვნახოთ. ანაკლიის გარშემო ისეთი მშენებლობები მიდის, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციო. ვნახოთ, შეიძლება ამ ადგილით დავინტერესდე. თუ სასტუმროების ბუმი დაიწყება, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მონაწილეები. გარდა ამისა, საინტერესო პროექტს აკეთებს მამუკა ხაზარაძე ბაკურიანში. იქაც გვაქვს ნაყიდი ადგილები, განსაკუთრებულად პრესტიჟულ ადგილას და განვიხილავთ სასტუმროს მშენებლობას. 2017 წლის იანვარში დავიწყებთ პროექტირებას და როგორც კი დაიწყება დიდი პროექტების განხორციელება, ჩვენც დავიწყებთ. სასტუმროს მშენებლობას ვგეგმავ ქუთაისშიც. მთავარია მშვიდობიანათ ჩატარდეს არჩევნები.



-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას რამდენიმე დღის წინ შეეხო. ივანიშვილის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის გაჟღერებული მომავალი 4 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესული 600 კილომეტრიანი ავტობანის მშენებლობა იწვევს ბევრ კითხვას, რადგან 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80 კილომეტრიანი გაკეთდა.მაშინ როდესაც, "ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლის დროს აშენდა ეს ავტობანი 64 თუ 62 კილომეტრი და ამ ოთხი წლის განმავლობაში აშენდა 82.თქვენ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ან თუნდაც ბიზნესმენი, ინფრასრუქტურული პროექტების ტემპებით კმაყოფილი ხართ?



ამას წინათ გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა გზების მშენებლობის პროექტი. საერთო რაოდენობა წარმოუდგენლად დიდი იყო. ინფრასტრუქტურაში ჩადებული თანხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. პროექტები, შესაძლებელია 4 წელიწადში ვერ მოესწროს, თუმცა, მთავარია დაიწყოს. 4 წელიწადში დამთავრდება, 4.5 წელიწადში თუ 5 წელში, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სისწრაფეს მნიშვნელობა აქვს, თუმცა, გადამწყვეტი არა.



მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ისეთივე რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც დავოსია შვეიცარიაში. პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ კურორტს ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია. თქვენ რას ფიქრობთ, ბაკურიანის დავოსად ქცევა შესაძლებელია?


 

გააჩნია. მანდ უნდა აშენდეს ძალიან სერიოზული საკონფერენციო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდგომარეობით ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს. ერთი და იგივე ადგილზე ჩასვლა ბეზრდებათ ხოლმე. ყველას უნდა ახალ ადგილზე წავიდეს. დასაწყისითვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიც რომ ჩამოვიდნენ, ძალიან დიდი თემა იქნება. ბაკურიანი დიდი კურორტია, არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობით. ამის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ის პროექტები, რომელიც არსებობს, უნდა განხორციელდეს.


 




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up