თემურ ჭყონია: პური ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ აქციეს - ეს კატასტროფაა

თემურ ჭყონია: პური ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ აქციეს - ეს კატასტროფაა

access_time2021-01-04 09:00:00

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განმარტებით, ღარიბ ქვეყანაში სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს.



მისი განცხადებით, როდესაც საუბარია შეღავათებზე, ეს არის ძველი და ჩამორჩენილი აზროვნების შედეგი.



„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სუბსიდირება და შეღავათი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, მკაცრი ფორმულირება ყველაფერზე და არა მლიქვნელური, სუბსიდირება უნდა მოეხდინათ ფასების ზრდის დროს და არა ერთეულებზე,“-აცხადებს ჭყონია.



ბიზნესმენი მთავრობის მიერ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების საკითხს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ მხრივ არასწორი პოლიტიკა აქვს.




„პური აქციეს გადარჩენის სიმბოლოდ. ოღონდ პური არ გაძვირდეს - ეს სიღარიბის მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. სიჯანსაღის სიმბოლო ყოფილა. პური თუ გაქვს მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. პური გახადეს ქვეყნის სიმბოლოდ. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? კარაქი არ შეიძლება პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი მახინა, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,“ - აცხადებს ჭყონია.




შეგახსნებეთ, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება დაიწყო. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. შემდგომი გადაწყვეტილების მიღება კი გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასების დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული.



პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების ბიუჯეტი ათი მილიონი ლარია.პროგრამისთვის თვეში დაახლოებით 2-2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.



business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up