თემურ ჭყონია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

თემურ ჭყონია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული ბიზნესი არ ენდობა

access_time2020-05-08 14:00:55

“არა მარტო მე, იმ უამრავ ბიზნესმენს, რომელთაც ვიცნობ და ვესაუბრები, ჩვენ გვაკლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ლარის გაუფასურების მიზეზებსა და შედეგებზე საუბრისას განუცხადა.


ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია.


“ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან თანხვედრაში არ არის. სებ-ის პრეზიდენტს თავისი ვალდებულება აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, რა აქვს და რომელიც ბიზნესთან ურთიერთობაში კავშირში საერთოდ არ არის.


სამწუხაროდ, სებ-ის პრეზიდენტს ეს არც აინტერესებს, ბიზნესს რაიმე უჭირს, თუ – არა. მე არც ვიცი, რა როლი აქვს მას ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.



რას ვგულისხმობ? – ხან რეფინანსირებას (განაკვეთს) ზრდის, ხან აკლებს, ამით არასტაბილურ სიტუაციას ქმნის. გრძელვადიან, ერთწლიან პროგრამას ვერ ვადგენთ ჩვენ. სებ-ის პრეზიდენტი ბიზნესს აჩვევს და მას ასე ჰგონია, რომ აჩვევს, რომ სხვადასხვა კურსი არის სტაბილური – ჯერ 2.80 ლარი (1 აშშ დოლარის ღირებულება) რომ იყო და 3.00 გახდა, თქვა, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სტაბილურობას და სტაბილური რომელი ციფრია, არ ვიცით. რა არის ეს სტაბილურობის მაჩვენებელი?


და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს ტურიზმი, ბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ეკონომიკის განვითარება, სამეზობლოში სტაბილური ეკონომიკა, ე.ი სამოთხე ჩამოგვიყალიბა – ირგვლივ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რომ ლარის კურსი იყოს სტაბილური და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ფუნქციასაც კარგავს… სამი მილიარდი შევაგოვეთო და ნელ-ნელა დავიწყეთ ამის ინვესტირებას ბიზნესშიო და არ ჩანს.


მთავარი კითხვაა, როცა ეროვნული ბანკი რეზერვებიდან 20 მილიონ აშშ დოლარს ყიდის, ან 40 მილიოინს, არავის დაუსვამს კითხვა: რატომ 20 და არა – 30, ან 15? რა ფორმულით ყიდის?


აქედან გამომდინარე, მთავარი რა არის? – ნდობის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი და ეს არ არსებობს. 35 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოს ყველა ბიზნესმენს ვიცნობ და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არის ერთი რამ, რომ სებ-ის პრეზიდენტს არ ენდობა ქართული ბიზნესი, იმის გამო, ის ბიზნესის განვითრებას ხელს ეს არ უწყობს”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.


შეგახსენებთ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და მიმდინარე წელს ჯამში, 120 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.


BM.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up