თემურ ჭყონია: Coca-Cola-ს ახალ ქარხანას „ბედნიერების ქარხანა“ ერქმევა

თემურ ჭყონია: Coca-Cola-ს ახალ ქარხანას „ბედნიერების ქარხანა“ ერქმევა

access_time2019-03-01 12:30:21

„ახალი ქარხანა თავისი მასშტაბურობით წარმოუდგენლად დიდი იქნება და მას ბედნიერების ქარხანა ერქმევა,“ - განუცხადა კომერსანტს თემურ ჭყონიამ. Coca-Cola bottlers Georgia-ს დამფუძნებლის ინფორმაციით, Coca-Cola-ს ახალი ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ამჟამად ძირითადი ტექნიკური დეტალების მოწყობა ხდება და იგი 20 აპრილს გაიხსნება.   



რაც შეეხება ქარხნის ძველ ტერიტორიას (წერეთლის 114) თემურ ჭყონიას თქმით,  სხვადასხვა პირებისგან რამდენიმე სახის შემოთავაზება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.



„ქალაქში მშენებლობების წამოწყება გართულდა, რაც სასიამოვნო ფაქტია. შესაბამისად, იმის გამო, რომ ჩვენ კარგი ადგილმდებარეობა გვაქვს ტერიტორიას ფასი დაედო.


შესყიდვაზე უამრავი წინადადება გვაქვს და განხილვის პროცესში ვართ. მაგალითად არსებობს შემოთავაზება, რომ იყიდონ ქარხნის ტერიტორია და წილში ჩვენც შევიდეთ, თუმცა მე იმ კონკრეტულ ბიზნესში ჩართვა არ მინდა, რადგან არ მესმის. ასევე არსებობს წინადადებები, რომ დავყოთ ეს ტერიტორია და ნაწილ-ნაწილ გავყიდოთ. ბევრი წინადადება გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე წინადადების განხილვისთვის არ გვცალია. მომავალში ექსპერტებს უნდა გადავცე და მათ მირჩიონ მხოლდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყევტილებას,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


 

შეგახსენებთ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში „კოკა-კოლას“ ქარხანა შენდება. პროექტი ორი ფაზისგან შედგება. საწარმოში, სხვა ნაგებობეთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც (2 000 მ²) განთავსდება.

პროექტის პირველი ეტაპი შედგება 18000მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760მ2 საოფისე ფართისგან, ლაბორატორიის და სხვა ტექნიკური ფართებისგან.

მეორე ფაზა მოიცავს 15000 მ2 ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწყვანებისა და პარკირების ჩათვლით, ასევე მოეწყობა ახალი სათაო ოფისი 2000 მ2-ის ოდენობით.

ქარხანაში მუზეუმიც იქნება წარმოდგენილი და ჯამში პროექტში დაახლოებით 22 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.



ლიკა გურაბანიძე






StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up