თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

access_time2021-08-03 14:00:17

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო.


,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის ინჟინრების, ენერტგეტიკოსების და სხვა პროფესიულ კადრთა ნაკლებობაა. იძულებული ვართ, თანამშრომლებს ჩავუტაროთ ტრენინგები და ვასწავლოთ, რასაც დრო სჭირდება. საბედნიეროდ, არის თაობა, რომელიც ამას სწრაფად ითვისებს, მაგრამ მათი გადამზადება ცალკე საკმაოდ დიდი ხარჯია კომპანიებისთვის. ის, რომ დასაქმების პრობლემა არსებობს ქვეყანაში, განათლების დაბალი დონის შედეგია. დღეს ბიზნესი გაცილებით მეტ ადამიანს დაასაქმებს, რომ მცოდნე კადრების დეფიციტს არ განვიცდიდეთ, ამ მხრივ დიდი პრობლემაა ქვეყანაში“, - აცხადებს ბიზნესმენი  ,,კომერსანტთან“ საუბარში.


იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია გამოსწორდეს, თემურ ჭყონიას შეფასებით, ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს, რაც წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემაა საქართველოსთვის.


,,ბიზნესს არ სჭირდება დახმარება, მაგრამ მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ ჯანსაღი ბიზნესგარემო არსებობდეს. ამის ერთ-ერთი განმსაზღვრელი აფქტორია  სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. სახელმწიფოს მხრიდან  დახმარება ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითონ განვითარდეს და გაძლიერდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა,  რათა გაძლიერდეს სექტორი“, - უთხრა „კომერსანტს“ თემურ ჭყონიამ.



რაც შეეხება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, აღსანიშნავია, რომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია IT მიმართულებაა. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, დასახელებული ვაკანსიების უმეტესობა სწორედ IT  და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტებზეა. თუმცა, ყველაზე მეტად დასაქმება ტექნიკურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს უჭირთ. ამ მიმართულებით დასაქმების სააგენტოებში ვაკანსიები ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. 


Hr.com.ge-ს ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად საშუალო და დაბალ პოზიციებზე სჭარბობს.  


როგორც აღმოჩნდა, დამსაქმებლის მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც საშუალო და დაბალ პოზიციებზეა. რაც შეეხება მაღალ პოზიციებს, რეგისტრირებული მომხმარებლის უმეტესობას განაცხადების განმეორება ხშირად რამდენიმეჯერ უწევს, რაც  ნიშნავს, რომ კადრების მოძიება ამ მიმართულებით ჭირს.

 

 მარი ჩიტაია

 






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up