თემურ ჩუბინიძე: „ჩვენი მეშახტეები გმირები არიან“

თემურ ჩუბინიძე: „ჩვენი მეშახტეები გმირები არიან“

access_time2020-05-25 16:53:22

მეშახტეების ქალაქი მწვანე ზონაა - პანდემიის პერიოდში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ტყიბულში უსაფრთხოებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულ აქტივობებში საკუთარი წვლილი შეაქვს კომპანია „საქნახშირს“. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ მუნიციპალიტეტისთვის ქვანახშირის წარმოების მნიშვნელობაზე, კომპანია „საქნახშირის“ როლზე და პანდემიის დროს ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.


თემურ ჩუბინიძე: „ქვანახშირი ტყიბულელებისთვის ყველაფერია. ისტორიულად, ტყიბული მეშახტეთა ქალაქია. 2021 წელს ამ ქალაქს, როგორც მეშახტეთა დასახლებას, 175 წელი უსრულდება, საიუბილეო თარიღია. ქვანახშირის მრეწველობა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოციალური, კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელია. ჩვენი გათვლებით, 20-25 წლის პერსპექტივაში, „საქნახშირსა“ და ქვანახშირის მრეწველობას ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, თუ ამასთან ერთად მეურნეობის სხვა დარგებიც განვითარდება. ჩვენი, ტყიბულელების ოცნებაა, რომ ქალაქმა დაიბრუნოს ის დიდება, რაც თავის დროზე ჰქონდა.


რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, პრემიერის გადაწყვეტილებით, „საქნახშირმა“ ამ რთულ პერიოდშიც გააგრძელა საქმიანობა და წვლილი შეაქვს ეკონომიკის მდგრადობაში. მინდა ხაზი გავუსვა ორ გარემოებას: თქვენ იცით, როგორ ებრძვის პანდემიას მსოფლიო და აღსანიშნავია ისიც, რომ მეშახტის ყოველდღიური შრომაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენი მეშახტეები ორგზის გმირები არიან. „საქნახშირის“ ხელმძღვანელობის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები და გვერდში დაუდგნენ ქვეყნის ეკონომიკას. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მეშახტეს, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ქვეყნის ეკონომიკას უდგას მხარში.


- როგორც ვიცით, პანდემიის დროს რამდენიმე ერთობლივი აქტივობა განახორციელეთ.



- მიუხედავად იმისა, რომ „საქნახშირი“ მოგებაზე ვერ მუშაობს, კომპანიამ გამონახა რესურსი და მოგვეხმარა ქალაქის დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებაში. გარდა ამისა, წვლილი შეიტანა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების საქმეშიც. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის, „საქნახშირისა“ და მისი თითოეული მეშახტის ურთიერთობას, ჩვენ ყოველდღიური, სისტემატური კონტაქტი გვაქვს. ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ ყველა საკითხში (თუ რაიმე პრობლემაა, როგორც მუნიციპალიტეტში, ისე „საქნახშირის“ სტრუქტურაში). ვცდილობთ, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ამ რეჟიმში მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას.


- რა ინტენსივობით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქში?


- დეზინფექცია ჩავუტარეთ აბსოლუტურად ყველა საჯარო დაწესებულებას და რაც მთავარია, სასწავლო დაწესებულებებს (სკოლებს, ბაღებს). ახლახან სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ ბაზრის ტერიტორიაზე. ბოლო პერიოდში განხორციელდა სკვერების, ბაღების, მგზავრთა მოსაცდელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელახალი დეზინფექცია. მინდა აღვნიშნო, რომ არნახული შრომა გასწია ქვეყნის ხელისუფლებამ, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული და შედეგმაც არ დააყოვნა - ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის თვალსაზრისით დღეს ერთ-ერთი საჩვენებელი ქვეყანა ვართ მსოფლიოს მასშტაბით.


- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები და რა რეჟიმში გააგრძელებთ თანამშრომლობას?


- თითოეული ტყიბულელი მოწოდებულია იმისკენ, რომ „საქნახშირი“ განვითარდეს, გაძლიერდეს და მისი ინფრასტრუქტურა იყოს სრულყოფილი; ადამიანის შრომის უსაფრთხოება და სიცოცხლე იყოს დაცული (უპირველესი ღირებულება დედამიწაზე). ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ თანამშრომლობას. მინდა გითხრათ, რომ ტყიბული მწვანე ზონაში გახლავთ და, საბედნიეროდ, ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საქმიანობას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების სრული დაცვით გავაგრძელებთ - სოციალური დისტანცია იქნება, პირბადეების ტარება, პირადი ჰიგიენა თუ გადაადგილება. ჩვენ ყოველდღიურ, ახსნა-განმარტებით საქმიანობას ვეწევით ყველა მიმართულებით, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების წესები. კაცობრიობას ამაზე დიდი ეპიდემიები გადაუტანია. მჯერა, რომ ამ მდგომარეობიდან შედარებით იოლად გამოვალთ.


(NS)


თეგები:
საქნახშირი



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up