თემურ ბასილია:„როგორც ჩანს, აშშ-ში არ არიან დარწმუნებულნი საქართველოს დასავლურ არჩევანში“

თემურ ბასილია:„როგორც ჩანს, აშშ-ში არ არიან დარწმუნებულნი საქართველოს დასავლურ არჩევანში“

access_time2019-06-13 12:00:19

„როგორც ჩანს, აშშ-ში არ არიან დარწმუნებულნი საქართველოს დასავლურ არჩევანში,“ ასე აფასებს ფინანსისტი თემურ ბასილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას, რომ „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რათა თავიდან ავიცილოთ მიღწევების დაკარგვის რისკი და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად არის დაკავშირებული დასავლეთთან“.


როგორც ბასილია აცხადებს, სამწუხაროა, რომ აშშ-ში ეჭვი აქვთ, რომ საქართველოში სწორად არ აფასებენ ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისა და „მოჩვენებითი მეგობრების“ როლს“.


მისი განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სწორად ამას გაუსვა ხაზი, როდესაც საუბრობდა „პორტის [ანაკლიის] პროექტზე“.


როგორც მან აღნიშნა, „პროექტი [პორტის] გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და დაიცავს მას რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენისგან. ის მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ.“



როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს 12 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდა.


სოფო ქსოვრელი 





ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჟერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჟერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა
access_time2019-08-21 12:35:34
თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს . „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის...

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია"

ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს - “თქვენმა 7 წლიანმა მმართველობამ საქართველო დააბრუნა ძველ დროში, მოგვიტანა დიქტატურა, შიში, არასტაბილურობა, კრიმინალის მაღალი დონე და კორუფცია
access_time2019-08-21 12:00:50
ბიზნესმენი ფადი ასლი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მას მსოფლიოს ცნობილ დიქტატორებს ადარებს. ამასთან, ფადი ასლი ივანიშვილს ახსენებს, რომ ყველა დიქტატორის რეჟიმი ადრე თუ გვიან სრულდება. ბიზნესმენი ღია წერილში იმ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. ფადი ასლი მოახლოებულ 2020 წლის არჩევნებსაც ეხება და ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას პანიკურს უწოდებს. „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო...


მსგავსი სიახლეები

up