თემურ ბასილია: ამერიკაში  ბანკის ტოპ-მენეჯერს კი არა, რიგით თანამშრომელსაც კი ეკრძალება სხვა სფეროებში ინვესტირება ინტერესთა კონფლიქტის გამო

თემურ ბასილია: ამერიკაში ბანკის ტოპ-მენეჯერს კი არა, რიგით თანამშრომელსაც კი ეკრძალება სხვა სფეროებში ინვესტირება ინტერესთა კონფლიქტის გამო

access_time2019-05-22 10:00:19

 „აშშ-ში არაპროფილური ბიზნესები ბანკებს არ აქვთ. ინტერესთა კონფლიქტის გამო, იქ საბანკო დაწესებულების ტოპ-მენეჯერს კი არა, რიგით თანამშრომლებსაც კი არ აქვთ სხვა სფეროებში ფასიანი ქაღალდების ყიდვის უფლებაც კი. თქვენ თუ მუშაობთ JPMorgan–ში და გინდათ თქვენი ხელფასის ნაწილი დააბანდოთ, ამას მარეგულირებლის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებთ. დავიჯერო, ეს საქართველოს ეროვნულ ბანკში არ იციან? ძალიან კარგად იციან,“- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, თემურ ბასილია „კომერსანტთან“ დღეს ქვეყანაში მოქმედ საბანკო სისტემას არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით.


„საქართველოში ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არის. არადა, როგორ არ არის? თუ ჩვენ მივისწრაფვით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის, ვნახოთ როგორ არის ეს საკითხი აშშ-ში. შეერთებულ შტატებში იციან, რომ ყურადღებით უნდა იყვნენ საბანკო სისტემის მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მოხდეს ასეთი კონგლომერატების შექმნა. არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტები, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში გადაიზარდოს დიდ კონგლომერატებში და, პრაქტიკულად, მოსპოს კონკურენცია, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძველი და პრინციპია,“-აცხადებს ბასილია. 


მისი ინფორმაციით, საქართველოში ბანკებმა დოკუმენტურად გამიჯნეს არაპროფილური აქტივები, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა. ბანკები ისევ აგრძელებენ ამ მიმართულებით მოქმედებას, ხდება მონოპოლიების ჩამოყალიბება. ეს კი ყველაზე ცუდი რამეა. ბასილიას შეფასებით, მომავალში ეს შეიძლება ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მოგვევლინოს.


„მონოპოლია კლავს კონკურენციას. არადა, სწორედ კონკურენციაა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი. ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა მხოლოდ ბანკების მონოპოლიასთან, არამედ, ბანკების მიერ არაპროფილურ ბიზნსებში არსებული კომპანიების მონოპოლიებზე. მაგალითად, სამედიცინო, ფარმაცევტული, სამშენებლო სფეროები.



მე არ მინდა სახელების, გვარების და კონკრეტული კომპანიების დასახელება, მაგრამ მაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ ბანკები დღემდე ფლობენ არაპროფილურ ბიზნესებს. მაგალითად, 2-3 თვის წინ, საქართველოში, ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი ბიზნეს ჯგუფი ინტერესდებოდა მიეღო ფინანსური რესურსი ერთ-ერთი ასევე ყველაზე გავლენიანი ბანკისგან. იცით რა მოხდა? ბანკმა „გადაგდება“ დაუპირა, ანუ ამ საფინანსო ინსტიტუტს უნდოდა ამ ბიზნესის წაღება. უბრალოდ, ეს ბიზნეს ჯგუფი იმდენად გავლენიანია, რომ დაიცვა თავისი ინტერესები და ბანკი დააყენეს თავის ადგილზე. აი ეს მაგალითი არსებობს. მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ამის გაკეთება?“-აღნიშნავს ბასილია.


ყოფილი ვიცე პრემიერის განცხადებით, საფინანსო სფეროს რეფორმების მიმართ საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი. ადამიანების განწყობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი ბანკების მიერ განხორციელებული არასწორი საფინანსო პოლიტიკაა. ბანკებს და საფინანსო დაწესებულებებს ხელ-ფეხი გაუხსნეს და, პრაქტიკულად, ყველაფრის უფლება მისცეს. მათ შორის, ადამიანების, როგორც კლიენტების არასწორად და არასამართლიანად დაჩაგვრის.


„შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ეროვნული ბანკი აშკარად არ ასრულებდა და არ ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას, არ ახორციელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვას,“-ასეთია თემურ ბასილიას პოზიცია.



სოფო ქსოვრელი 





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up