თემურ ბასილია სებ-ის ახალ შენობაზე:„მათ არავითარი ახალი შენობა არ დასჭირდებათ“

თემურ ბასილია სებ-ის ახალ შენობაზე:„მათ არავითარი ახალი შენობა არ დასჭირდებათ“

access_time2019-10-22 10:20:16

ფინანსისტი თემურ ბასილია საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშენებლობის საკითხს ამერიკიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აღნიშნულ საკითხში.


„იგი საკმაოდ დელიკატურად და კორექტულად შეეხო ამ საკითხს. იგი უმაღლესი თანამდებობის პირია და უფრო მწვავედ რომ ესაუბრა, მაშინვე დააბრალებდნენ დამოუკიდებელი ორგანოს - ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევას. რეალურად კი არაერთი წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მალე მოსალოდნელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლა და როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტეს, რომ მოასწრონ და ბოლომდე ჩაეფლონ კორუფციის ჭაობში“-აცხადებს ბასილია.


მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამთავრობო დაწესებულებაში შექმნილი უნდა იყოს შესაბამისი სამუშაო პირობები, მაგრამ პირველი რიგში გასარკვევია როგორი ეროვნული ბანკი სჭირდება ქვეყანას.


როგორც ბასილია აცხადებს, ბოლო წლებია ეროვნულ ბანკს დაეკისრა ისეთი ფუნქციები, რაც მათი საქმე არ არის. მაგალითად, ისინი ზედამხედველობას უწევენ არასაბანკო დაწესებულებებს; ასევე, მათ დაქვემდებარებაშია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და სხვა. „მათ რომ ჩამოსცილდეს ეროვნული ბანკისთვის უცხო ფუნქციები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არავითარი ახალი შენობა მათ არ დასჭირდებათ. ახლა კი რა ხდება: ეროვნული ბანკი მოედო მისთვის უცხო ფუნქციების შესრულებას და მათ დრო აღარ რჩებათ მათი უმთავრესი ფუნქციის - ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს კი, უკვე სერიოზული პრობლემა ხდება“-აცხადებს ბასილია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერივნული ბანკი ახალი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მლნ ლარი იქნება. თავად სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.



პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი მიიჩნევს, რომ ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.


როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფიქრობს, რომ 50 მილიონი ლარის რესურსი ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის აშენებაზე არ უნდა დაიხარჯოს და ცოტა უფრო იაფადაცაა შესაძლებელი ოფისის აშენება.


„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ მიდის. თუმცა, ამის მიუხედავად გეტყვით, რომ ამხელა რესურსი მმართველი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს.ვფიქრობ, უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება“, - განაცხადა გახარიამ.


სოფო ქსოვრელი 





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up