თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”

თემურ ბასილია “პროგრეს ბანკიდან” საეჭვო გადარიცხვებზე–“ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან მისი საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”

access_time2019-10-21 10:00:24

ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ ბოლო დღეებში საკმაოდ რეზონანსულ თემაზე საუბრობს. საუბარია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დევიდ ბლოსმა  “პროგრეს ბანკის” ტრანზაქციების შესწავლისას მასში საეჭვო გადარიცხვები აღმოაჩინა. მისი თქმით, ბანკიდან პერიოდულად ფული ქრებოდა რამაც მას ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრა.


თემურ ბასილია აცხადებს, რომ აშშ-ში თუ კი, რომელიმე მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულ გამოცემაში გავრცელდებოდა ინფორმაცია საეჭვო ტრანსაქციების შესახებ, მარეგულირებელი ორგანო დაუყოვნებლივ დაიწყებდა მოკვლევას და ამის თაობაზე საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას.


რაც შეეხება იმას, რომ უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ აქტივები შეამოწმა (როგორც ეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა) საიდანაც რამდენიმე ჯანმრთელ აქტივზე ყიდვის რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო, ასეთ პირობებში რატომ გაუკეთა ყოველგვარი კითხვების გარეშე ეროვნულმა ბანკმა „პროგრესს ბანკს“ ლიკვიდაცია, ბასილია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ან ეროვნული ბანკი ცრუობს, ან ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.


ბასილიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნულ ბანკს გააჩნია კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია. ანუ, ეროვნული ბანკი ვალდებულია აკონტროლებდეს კომერციული ბანკების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მოქმედებებს, ტრანსაქციებს. მათი ზედამხედველობის და კონტროლის გარეშე შეუძლებელია ასეთი რამ ხდებოდეს.


„თუ რაიმე, საეჭვო ტიპის ტრანზაქცია მოხდა რომელიმე ბანკის მიერ, ეროვნულ ბანკს ყოველგვარი მითითების გარეშე უნდა შეესწავლა ეს და დაედო დასკვნა. და, თუ არ გაუკეთებია ეს, გამოდის არაჯეროვნად ასრულებს თავის ფუნქციას“–აღნიშნავს ბასილია.



ბასილია აცხადებს,რომ აუდიტორული დასკვნა არ არის კონფიდენციალური დოკუმენტი. აშშ-ში ნებისმიერი კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს აუდიტორული კომპანიის დასკვნა. ამიტომაც, ნებისმიერი კომპანიის აუდიტორული დაკვნა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.


როგორც ცნობილია, აუდიტორული შემოწმება „პროგრეს ბანკში“ უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსმა პარტნიორმა ილია გავრილოვმა „პროგრეს ბანკის“ გაყიდვა გადაწყვიტეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. დასკვნაში წერია რომ შესრულებულ ტრანზაქციებში ფულის გათეთრების ზღვარი კრიტიკულ ნიშნულზეა.



„პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახი კალაძემ დააფუძნა, „მთავრი არხის“ ინფორმაციით 9 წლიან ისტორიის მანძილზე ამ ბანკმა რვა წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 400 000 ლარი იზარალა. 2011-2012 წლებში ბანკის 22%-მდე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. 2013 წელს კახა კალაძემ „პროგრეს ბანკს“ ტოვებს. ამავე წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78 პროცენტი ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა. ოფშორიდან კი ეს ბანკი ილია გავრილოვის ხელში აღმოჩნდა. 2016 წლამდე, ილია გავრილოვი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკის თანამფლობელი იყო. 2016 წელს, „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი TBC ბანკმა შეიძინა. ხოლო ამავე წლის 19 ოქტომბერს „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა გაუუქმა.



რაც შეეხება ილია გავრილოვს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი რუსეთში კიდევ ორ საფინანსო ინსტიტუტს „ფედერალურ ბანკსა“ და „ბანკ რაზვიტიას“ ფლობდა. “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა. ხოლო „რაზვიტიემ“ ლიცენზია სავარაუდოდ, ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრების გამო დაკარგა.


სოფო ქსოვრელი 





საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 267 ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-23 10:59:33
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252...

სილქფესტი უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  უქმეებზე  ულიმიტო  ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-23 09:45:41
„სილქფესტი“ ორი დღით, 23 და 24 იანვარს, მობილური ქსელის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პირობების 4 აქციას შეთავაზებს: • ულიმიტო ინტერნეტი 30 დღით - 19 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო ინტერნეტი 14 დღით - 10 ლარად - კომბინაციით *019# • ულიმიტო სასაუბრო - 10 ლარად - 30 დღით- კომბინაციით *202# • პაკეტი „მეტი უსასრულო+“ 35 ლარის...

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს

Forbes.ge: ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს
access_time2021-01-24 14:00:58
გასულ წელს დონალდ ტრამპის ევროპაში მდებარე გოლფის კომპლექსების შემოსავლები 60%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.ტრამპის გოლფის მოედნები ევროპაში უკვე წლებია კრიზისშია. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გოლფის კლუბებმა დაახლოებით $90 მლნ იზარალა. თუმცა, მათ ისეთი კრიზისული წელი არასოდეს ჰქონიათ, როგორიც 2020 წელი იყო. ევროპაში მდებარე ტრამპის უძრავმა ქონებამ დაახლოებით 63%-იანი კლება განიცადა შემოსავლებში.შოტლანდიაში მდებარე Trump Turnberry-ის...


მსგავსი სიახლეები

up