თემურ ბასილია: „ის ქვეყნები შეძლებენ კრიზისის დაძლევას, ვინც სწრაფად შეძლებს გადაწყობას და ადაპტირებას“

თემურ ბასილია: „ის ქვეყნები შეძლებენ კრიზისის დაძლევას, ვინც სწრაფად შეძლებს გადაწყობას და ადაპტირებას“

access_time2020-03-13 11:20:48

აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია კორონავირუსის  ეკონომიკურ და ფინანსურ  შედეგებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით,11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 30 დღით შეწყდება ყველა სახის მგზავრობა და ტრანსპორტირება 30 დღის განმავლობაში. ეს გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ტემპის გამო. პრობლემა თანდათან უფრო სერიოზული ხდება, რასაც გავლენა აქვს და კიდევ უფრო მეტად ექნება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.


როგორც ბასილია აცხადებს, ეს სიტუაცია აისახა ეკონომიკაზეც. მაგალითად, ბოლო ერთი თვის მანძილზე აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ინდექსი 25%-ზე მეტად დაეცა, რაც  ნიშნავს, რომ ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი დანაზოგების 25%-ზე მეტი. ეს გაცილებით დიდია, ვიდრე 2008 წლის კრიზისით გამოწვეული დანაკარგები. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ჯერ-ჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს.


მისი განცხადებით,რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვებმა გამოაცხადეს საპროცენტო განაკვეთის საგანგებო შემცირების თაობაზე, რათა შეეფერხებინათ ეკონომიკის ვარდნა; მაგრამ, სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ამ განსაკუთრებულ მოვლენას რაიმე საგრძნობი შედეგი არ მოყოლია.


„ფრენების აკრძალვა ევროპიდან აშშ-ში აუცილებელი ნაბიჯია ვირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ნაბიჯები აისახება ეკონომიკაზეც: კერძოდ, მცირდება ბიზნეს აქტიურობა, მცირდება საერთაშორისო ფრენები, ნაკლებად არის დატვირთული სასტუმროები, საგრძნობლად შემცირდა რესტორნებში შემსვლელთა რაოდენობა, შემცირდა ტურიზმი, შემცირდა გაყიდვები მაღაზიათა ქსელებში. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ეკონომიკა საკმაოდ მძლავრია და დარწმუნებული ვარ მინიმალური დანაკარგებით გაუმკლავდება ამ სიძნელეებს. გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებიდან ფრენების დროებით შეწყვეტის თაობაზე გაცილებით მძიმედ აისახება ევროგაერთიანების ქვეყნებზე, რადგან აშშ-ი ყველაზე დიდი ბაზარია და მისი გარკვეულწილად, თუნდაც დროებით დაკარგვის კომპენსაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“-აღნიშნავს ბასილია. 



მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, ეს მოვლენები გვერდს ვერ აუვლის საქართველოს. უკვე რამდენიმე დღეა ეს ლარის გაცვლით კურსზეც აისახა. სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული და იგი ძირითად ორიენტირებულია ტურიზმზე.


„არაერთხელ გვისაუბრია, რომ რა თქმა უნდა, ტურიზმი უნდა განვითარებულიყო, მაგრამ უმთავრესი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უნდა ყოფილიყო, რაც პირველ რიგში, ხელს შეუწყობდა ადგილობრივ წარმოებას. საბოლოოდ, ის რეალობა არის შექმნილი, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. ტურიზმის მოცულობა კი, მიმდინარე წელს ზემოთაღნიშნული ფაქტორების გამო შემცირდება. სამწუხაროდ, ასევე შემცირდება უცხოეთიდან გადმორიცხვები, რადგან ზოგადად ეკონომიკური სიტუაცია გაურესდება და ბუნებრივია, ეს გავლენას იქონიებს უცხოეთში მყოფ ქართველებზე და მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.


მოკლედ, ადაპტირება არის აუცილებელი არსებულ რეალობასთან. რეალობა კი გახლავთ ის, რომ ღია ეკონომიკებს, გლობალიზაცის სერიოზული ზიანი მიადგა კორონავირუსით. საჭიროა გადაწყობა ისეთ მოდელზე რომელიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს საკუთარი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ის ქვეყნები შეძლებენ კრიზისის დაძლევას, ვინც სწრაფად შეძლებს გადაწყობას და ადაპტირებას“
-აცხადებს ბასილია. 


სოფო ქსოვრელი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up