თემურ ბასილია IRI-ის  კვლევის შედეგებზე: “საზოგადოება  საკუთარ თავზე გრძნობს, როგორ მანიპულირებს ეროვნული ბანკი ლარის გაცვლითი კურსით  ე.წ. დომინანტური ბანკების დაკვეთით“

თემურ ბასილია IRI-ის კვლევის შედეგებზე: “საზოგადოება საკუთარ თავზე გრძნობს, როგორ მანიპულირებს ეროვნული ბანკი ლარის გაცვლითი კურსით ე.წ. დომინანტური ბანკების დაკვეთით“

access_time2019-07-24 11:00:39

აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას  მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%.


ბასილიას ეროვნული ბანკის მხრიდან საზოგადოების ასეთი განწყობა არ უკვირს, რადგან მისი თქმით, ალბათ, ბოლო ათ წელიწადზე მეტია,  ეროვნული ბანკის მიმართ. სხვადასხვა გამოკითხვებიც აფიქსირებენ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას და განწყობას


ფინანსისტი აცხადებს, რომ ეს მისთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რომ 15-20 წლის წინ ეროვნული ბანკი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი ხელისუფლებაში. იგი ატარებდა გონივრულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც იმ რთულ პერიოდშიც კი, უზრუნველყოფდა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე, მუდმივი კონტაქტი ჰქონდა საზოგადოებასთან, არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა.


„სამწუხაროდ, ბოლო 10-12 წლის წინ დაიწყო ეროვნული ბანკის დეგრადაცია. შეგახსენებთ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ საერთოდ გაეუქმებინა ეროვნული ბანკი. ამის შემდეგ, დაიწყო მთლიანად საბანკო სექტორის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, როდესაც ეს სისტემა ეკონომიკის განვითრების მასტიმულირებელი კი არა, მისი შემაფერხებელი გახდა (გავიხსენოთ არაპროფილური აქტივების ფლობის უფლების მიცემა, რამაც პრაქტიკულად მოკლა კონკურენცია; ასევე, რეფინანსირების სესხები და სხვა). სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლაც გრძელდება ინერციით,“-აღნიშნავს ბასილია.




მისივე განმარტებით, საზოგადოება ხედავს და საკუთარ თავზე გრძნობს, როგორ მანიპულირებს ლარის გაცვლითი კურსით ეროვნული ბანკი ე.წ. დომინანტური ბანკების დაკვეთით.


ბევრი კითხვებია დაგროვილი საზოგადოებაში ეროვნული ბანკის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას  გაურბის და თავს არიდებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას.


ბასილიას შეფასებით, სწორედ, ასეთი არასწორი ქმედებების გამო აქვს საზოგადოებას უნდობლობა ეროვნული ბანკის მიმართ, რაც აისახება კიდეც სხვადასხვა გამოკითხვებში.


სოფო ქსოვრელი 





ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up