თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

access_time2019-05-21 16:30:38

ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.


„ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას თითქოს არაფერი  ეხება ინფლაციის გარდა. ამ თემაზე სებ-ისგან არაერთი განცხადება მოვისმინე. ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა.


როდესაც არის თავისუფალი, ცვალებადი კურსი, იქ რყევები ხდება. ეს კი ბუნებრივია, დამოკიდებულია  მოთხოვნა-მიწოდებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე, სავაჭრო ბალანსზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ის, რაზეც მე საუბარი 5-7 წლის წინ დავიწყე. ვგულისხმობ, იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს. მათ შორისაა, არაპროფილური აქტივების ფლობა, რეფინანსირების სესხები და ასე შემდეგ. სანამ ეს ფუნდამენტური პრობლემები არ გადაიჭრება და სანამ საბანკო სფეროს წარმომადგენლბი ამას პრობლემად არ აღიარებენ და ამაზე სერიოზულ ფოკუსირებას არ დაიწყებენ, პრობლემა  ყოველთვის იარსებებს,“ — აცხადებს ბასილია.



მისი განცხადებით, ლარის კურსი მეორადი პრობლემაა, ფუნდამენტური პრობლემა კი სხვაა. კერძოდ, ეს არის ის, რომ საბანკო სფეროს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.




„ამაში ვგულისხმობ, რომ უნდა მოხდეს მათთვის გარკვეული ჩარჩოების შექმნა, სადაც ისინი სამართლიანი თამაშის წესებით ითამაშებენ,“ — აცხადებს ბასილია.  



რაც შეეხება  ლარის კურსს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს 16:00 საათზე ერთი დოლარი 2,7675 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია.ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.


შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ დოლარი  2.807 ლარი ღირს.



სოფო ქსოვრელი 






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up