თემურ ბასილია: „ეროვნული ბანკი უწევს პროვოცირებას ლარის გაუფასურებას“

თემურ ბასილია: „ეროვნული ბანკი უწევს პროვოცირებას ლარის გაუფასურებას“

access_time2018-11-07 09:00:48

ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც კურსის ცვალებადობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. როგორც ბასილია განმარტავს, ბიუჯეტის კანონით გაწერილი თანხები ათვისებული არ არის, ლარის კურსის ამ ვარდნას ნაკლები შეხება აქვს, როგორც ქვეყნის ფისკალურ (საბიუჯეტო) პოლიტიკასთან, ისე არჩევნებთან.


მისი განცხადებით, ბიუჯეტის ათვისებას  უნდა გამოეწვია ლარის კურსის ვარდნა. „ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული „ბიუჯეტის ხაზით არა თუ ზედმეტი, არამედ, კანონით გათვალისწინებული ხარჯიც კი არ არის გაწეული,“-აცხადებს ბასილია.



როგორც ცნობილია, ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე მოდის, კითხვაზე - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ფულის „ხარჯვას“ და ინფრასტრუქტურული პროექტების ტემპის დაჩქარებას, ბასილია აღნიშნავს, რომ ეს სხვა პრობლემაა და ყველა შემთხვევაში აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის ქვეყანა და მისი ინსტიტუტები მზად ამ ოდენობის სახსრები აითვისონ?



ლარის კურსის გაუფასურების მეორე მნიშვნელოვან მიზეზად ბასილია ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ასახელებს. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.




„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ურთიერთობა საზოგადოებასთან, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს: პრაქტიკულად არ კონტაქტობენ მედიასთან და საზოგადოებასთან; ხოლო, როდესაც კონტაქტობენ, სრულიად არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო განმარტებებს იძლევიან. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი ... დაწყებითი ეკონომიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ ინფლაციის, ვალუტის კურისის ცვალებადობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ მიმოქცევაში ფულის მასის ზრდა. გამოდიან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები და ცდილობენ ამის საწინააღმდეგოში დაგვარწმუნონ. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი: შეიძლება ვივარაოდოთ, რომ ამით საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ცდილობენ, რადგან დაფარონ კორუფციული გარიგებები რაც ხდება ე.წ. რეფინანსირების სესხებთან მიმართებაში.



საქმე ეხება ასობით მილიონი ლარის გაცემას ეროვნული ბანკიდან ძირითადად ორ ბანკზე, რაც უკვე წლებია გრძელდება. ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც იწვევს ლარის კურსის ასეთ მერყეობას“-განმარტავს ბასილია.



„კომერსანტის“ კითხვაზე - ასეთ პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან სწორია თუ არა რეზერვების შევსებისთის მიმოქცევიდან დოლარის ამოღება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქმნის ბაზარზე დოლარის დეფიციტს,


ბასილია განმარტავს: იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან იღებდეს ლარს, პირიქით, უცხოური ვალუტის ყიდვით კიდევ უფრო მეტ ლარს უშვებს მიმოქცევაში. ანუ, თავად ეროვნული ბანკი უწევს პროვოცირებას ლარის გაუფასურებას.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






უორენ ბაფეტმა 4 მლრდ. დოლარი ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო

უორენ ბაფეტმა  4 მლრდ. დოლარი  ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო
access_time2018-11-16 20:30:54
უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა  4 მლრდ,. დოლარი ბანკ  JPMorgan Chase-ში ჩადო, რითიც  ამ ფინანსური ინსტიტუტის აქციათა 1%-ს მფლობელი გახდა - თუმცა ეს არ აძლევს ბაეფტის ჰოლდინგს ბანკის უმსხვილეს 5 ინვესტორთა სიაში მოხვედრის საშუალებას -  იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. ზოგადად კი, კომპანია უკვე კარგა ხანია იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს საბანკო სექტორისადმი  - ამ დროისთვის Berkshire...

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

 დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა
access_time2018-11-16 19:30:42
 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.   მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.   ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ...

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა
access_time2018-11-16 18:20:27
ბიტკოინის ფასი 10%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მისი ღირებულება ამჟამად $5,500-ს შეადგენს. ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი ვარდნა განიცადეს სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა: რიპლი (-9.56%-იანი გაუფასურება, $0.45); 2. ეთერიუმი (-13.75%-იანი გაუფასურება, $175); 3....

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს
access_time2018-11-16 17:30:11
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ...

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ
access_time2018-11-16 16:30:01
„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს „- ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყანაში არსებული ვითარება.   სახელმწიფო ტენდერები ერთ-ერთი აქტუალური და სადავო საკითხია, რაზეც ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია,...


მსგავსი სიახლეები

up