აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან სესხებზე შეღავათების დაწესების საკითხს „კომერსანტთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა.
მისი ინფორმაციით, საბანკო სექტორს ზიანი არ მიადგება. „ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, მოგება შეუმცირდეთ, მაგრამ, თუ ადამიანებს სესხების დაფარვის საშუალება არ ექნებათ, ბანკებს ისედაც შეუმცირდებათ მოგება. მოკლედ, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ ექნება“-აღნიშნავს ბასილია.
აღსანიშნავია,რომ 12 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო.
სოფო ქსოვრელი