თემურ ბასილია: „აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას- ეს დარღვევა მხოლოდ „თიბისი ბანკში“ მოხდა, თუ სხვა ბანკებშიც ხდებოდა“?

თემურ ბასილია: „აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას- ეს დარღვევა მხოლოდ „თიბისი ბანკში“ მოხდა, თუ სხვა ბანკებშიც ხდებოდა“?

access_time2019-01-14 10:00:06

ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია  „თიბისი ბანკის“ საქმეს „კომერსანტთან“ აფასებს.მისი თქმით, მალე 15 წელიწადი გახდებ,ა რაც საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად, შესაძლოა ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს არ იცნობდეს. ამიტომ, თემაზე ზოგადი საუბრით შემოიფარგლება.



„მაგალითად, აშშ-ში ძალიან ხშირად ხდება საბანკო დაწესებულებების დაჯარიმება საკმაოდ დიდი თანხებით. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში იყო იპოთეკურ კრედიტებთან და ვალუტის გაცვლითი კურსის მანიპულაციებთან დაკავშირებული თემები, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ მილიარდობით აშშ დოლარით დააჯარიმა წამყვანი ამერიკული ბანკები. ამ ბანკების უმაღლესი თანამდებობის პირები კი, იმიტომაც გადაურჩნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომ მათ მჭიდროდ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკელ სამართალდამცავებს აღნიშნულ გადაცდომებზე.


არასოდეს შემხვედრია რაიმე სტატია ან მინახავს სატელევიზიო გადაცემა, რომლებშიც ეს ფაქტები ვინმეს შეეფასებინა, როგორც ამერიკულ საბანკო სისტემაზე დარტყმად. პირიქით, როდესაც ხდებოდა ჯარიმის ამოღება, ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ იმ პირებს გადაეცემოდა, ვინც ზიანი განიცადეს ბანკების არასწორი მოქმედებების გამო. ასევე, ასეთი ფაქტების გამო არავითარი ზიანი არც აშშ-ს და არც ამერიკულ საბანკო სისტემას არ მიდგომია. ზოგადად, სახელმწიფოს აქვს უფლება და ასევე, ვალდებულება, რომ მოსთხოვოს კანონის დაცვა როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს და მათ შორის, ბანკებსაც. არავინ დგას კანონზე მაღლა აშშ-ში, მათ შორის, არც ბანკები.



ასევე, როდესაც რომელიმე თემის დამუშვება ხდება (მაგალითად, იგივე იპოთეკური კრედიტების ან სავალუტო კურსით მანიპულირების), მარეგულირებელი და სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ არა ერთ, არამედ ყველა იმ საბანკო დაწესებულებას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ თემებთან. ამიტომაც, როდესაც საუბარია, რომ ერთ-ერთ ბანკში მოხდა დარღვევა, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას, ეს დარღვევა მხოლოდ ერთ ბანკში (ამ შემთხვევაში თიბისი-ში) მოხდა, თუ სხვა ბანკებშიც ხდებოდა?


ამ კითხვაზე პასუხი იმიტომაც არის აუცილებელი, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა, ხომ არ ხდება მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზაციის მიმართ კანონის ამოქმედება, მაშინ როდესაც სხვა ორგანიზაციებსა და ბანკებში მსგავსი გადაცდომები ყურადღების მიღმა რჩება. აშშ-ში ასეთ მიდგომას უდიდეს ყურადღებას აქცევენ, რადგან ეს აღიქმება როგორც შერჩევითი სამართალი.



აშშ-ში ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის გამოძიებები ტრანსპარანტულად ტარდებოდეს, დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტი და საზოგადოებას სისტემატიურად მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია,“-აღნიშნავს ბასილია.


მისივე შეფასებით,სამწუხაროდ,საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობა ნაკლებად ხდება. კერძოდ, „თიბისი ბანკის“ შემთხვევაშიც, სრულიად შემთხვევით გავიგეთ თურმე, რომ იგი ეროვნულ ბანკს დაუჯარიმებია 1 მილიონი ლარით. თუმცა, ეროვნული ბანკის ეს განცხადება იყო იმდენად ბუნდოვანი და არასრულყოფილი, რომ გაუგებარი დარჩა რატომ, რისთვის და როდის დააჯარიმეს ეს ბანკი. ასევე, გაუგებარი დარჩა რის საფუძველზე მოხდა ამ ჯარიმის გაანგარიშება. სწორედ, ასეთი ნაკლებ ტრანსპარანტულობა იწვევს საზოგადოებაში სხვადასხვა კითხვებს.


რაც შეეხება საბანკო სექტორს, მასზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს ეროვნულ ბანკს და მის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.


„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ე.წ. რეფინანსირების სესხებზე, რომლითაც პრაქტიკულად ქართულ საბანკო სისტემას მიეწოდება ჟანგბადი. რამდენად სწორი და სასარგებლოა ეს როგორც ქვეყნისთვის, ასევე, თავად საბანკო სექტორისთვის, ეს სხვა თემაა. მე მგონი, ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია საბანკო სისტემაში იცის, რომ არა ეს ე.წ. რეფინანსირების სესხები, ბანკები ლიკვიდობის სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდნენ. ეროვნული ბანკი თუ გადაუკეტავს ამ „ჟანგბადს“ რომელიმე ბანკს, თუნდაც რამდენიმე კვირით, ის ბანკი ყოფნა-არ ყოფნის საფრთხის წინაშე დადგება.სწორედ, ამიტომაც ვსაუბრობ კარგა ხანია, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში სერიოზული რეფორმებია გასატარებელი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ თემაზე არავის უნდა არც საუბარი და მით უმეტეს, რაიმე ნაბიჯის გადადგმა. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მთავარი პრობლემა ქართულ საბანკო სექტორში და არა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი შემოწმება,“-აცხადებს ბასილია.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.მათი ინფორმაციით, დაკითხულ იქნა საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი.


„თიბისი ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ ბანკმა დააჯარიმა. ეს ჯარიმა კი დღეს შეჩერებულია.რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს; არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.-აცხადებენ „თიბისი ბანკში“.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...


მსგავსი სიახლეები

up