თემურ ბასილიას რჩევა ხელისუფლებას და საზოგადოებას: არჩევითი თანამდებობების პირთა სია უნდა გაფართოვდეს

თემურ ბასილიას რჩევა ხელისუფლებას და საზოგადოებას: არჩევითი თანამდებობების პირთა სია უნდა გაფართოვდეს

access_time2018-11-09 13:00:00


ფინანსისტი, ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და მიუთითებს თუ ვის ირჩევდნენ ახლახანს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში.


გთავაზობთ პოსტს უცვლელად:


“საათნახევარი რიგში ყოფნის შემდეგ შევძელი ხმის მიცემა; ვირჩევდით:


  1. აშშ-ის სენატორს და კონგრესმენს;


2. შტატის გუბერნატორს, ხაზინის უფროსს/ფინანსთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს, შტატის სენატორს და კონგრესმენებს;


3. ქაუნთის აღმასრულებელს, საკრებულოს წევრებს;


4. პირველი ინსტანციის 7 მოსამართლეს, სააპელაციო სასამართლოს 2 მოსამართლეს;



5. პროკურორს, პოლიციის უფროსს/შერიფს;


6. განათლების (ძირითადი ფუნქცია საშუალო განათლების ზედამხედველობა და კოორდინაციაა) საბჭოს


7. ასევე, ტარდებოდა რეფერენდუმი შტატის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.


მხოლოდ ეს ჩამონათვალი არის საკმარისი, რომ გავიაზროთ, რამდენად ძლიერია აშშ-ის დემოკრატია, რატომ არის პოლიცია და პროკურატურა ხალხის სამსახურში, რატომ არის სასამართლო მართლაც დამოუკიდებელი. მათი არჩევა ხდება ხალხის მიერ და ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლების წინაშე.


ამიტომაც, საქართველოშიც რომ რეალური დემოკრატია დამყარდეს და არა მოჩვენებითი, აუცილებელია ადამიანთა ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პირების არჩევაც; კერძოდ, არა მხოლოდ პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის და საკრებულოს, არამედ, მოსამართლეების, პოლიციის უფროსების, პროკურორების და ხაზინის მმართველების. ამ შემთხვევაში ეს პირები იქნებიან პასუხისმგებელნი ხალხის, ამომრჩევლის წინაშე და არა იმ პირების წინაშე, ვინც მას ნიშნავს. დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატია სწორედ ეს არის …. არც ერთი ხელისუფლება არ გაუშვებს ხელიდან ზემოდან დანიშვნის ბერკეტს, ამისთვის თავად ხალხმა უნდა იბრძოლოს. ეს ის შემთხვევაა, რისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა, რადგან ეს ჩვენს და ჩვენი შვილების ცხოვრებას ეხება”, – წერს ბასილია.








გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up