თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

access_time2019-12-16 13:00:45

აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს.


გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის თანხები არასოდეს გადმორიცხულა. დიდი ალბათობით, დეკემბერში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ოდენობა კიდევ გაიზრდება - ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გასული წლების სტატისტიკა. აშკარაა, რომ საახალწლოდ ემიგრანტები უფრო მეტ თანხებს ურიცხავენ საქართველოში მყოფ საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 


მეორე ფაქტორი გახლავთ მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში იგი 6.75%-ს შეადგენდა. გაზაფხულზე ეროვნულმა ბანკმა შეამცირა იგი 6.5%-მდე, რაც ლარის გაცვლითი კურსის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო. შემოდგომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ განაკვეთის ზრდა და დეკემბერში მან 9%-ს მიაღწია. ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთის ზრდამაც თავისი გავლენა იქონია ლარის კურსზე.


მესამე, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირებულია ფართე ფულის აგრეგატები; მაგალითად, თუ M3 მიმდინარე წლის ნოემბერში 24 მილიარდს აღემატებოდა, დეკემბერში მისი მოცულობა 23.5 მილიარდამდე შემცირდა. ასევე, გახლავთ M2-თან მიმართებაშიც: თუ ნოემბერში მისი მოცულობა 11 მილიარდს აღემატებოდა, დეკემბერში იგი 10.7 მილიარდამდე შემცირდა.



მეოთხე, არსებობს აგრეთვე სეზონური ფაქტორი: მაგალითად, დეკემბერში კომპანიებს სჭირდებათ უფრო მეტი ლარი, რათა მოახდინონ ანგარიშსწორება ბიუჯეტთან. ამასთან, მოსახლეობაც უფრო მეტ ლარს ხარჯავს დეკემბერში, რადგან ახალი წელი მოდის.


რაც შეეხება სხვა შესაძლო ფაქტორებს, რასაც შეიძლებოდა ლარის კურსის ასეთი ცვალებადობა გამოეწვია (მაგალითად, საგადასახდელო ბალანსი, სავაჭრო ბალანსი, რეფინანსირების სესხები), იქ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, მათი გავლენა ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსის გამყარებაზე ნაკლებად სავარაუდოა“-აცხადებს ბასილია. 


შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8647 ლარია. 


სოფო ქსოვრელი 




გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up