„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

access_time2021-06-15 15:00:59

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, გაიყო ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობები. იქიდან გამომდინარე, რომ „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ განაწილების ქსელს ფლობენ, მათზე სემეკის მიერ განაწილების საქმიანობის ლიცენზიები გაიცა. შესაბამისად, ეს კომპანიები განახორციელებენ განაწილების საქმიანობას და ვალდებულნი არიან, კანონის შესაბამისად უზრუნველყონ ელექტროენერგიის განაწილება ნებისმიერი მიმწოდებლისთვის.  რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას, ამ საქმიანობას განახორციელებენ ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის შესასყიდად ივაჭრებენ ენერგეტიკულ ბირჟაზე, თავისუფალ ფასად.   


​„ჩვენი მიზანია, ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება მოხდეს. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.


პირველი ივლისიდან გვექნება მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება. მოსახლეობისთვის უნდა განვმარტოთ, რომ მათთვის არ იცვლება სამომხმარებლო ტარიფი, იცვლება მხოლოდ  კომუნალური მომსახურების კომპანია. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, აქაც აქტიურ ფაზაში ვართ. ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. 

 


რა უნდა იცოდეს საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა და მცირე საწარმომ?


თუ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მცირე საწარმო არ უზრუნველყოფენ მიწოდების ხელშეკრულების დადებას თავისუფალ მიმწოდებელთან, 2021 წლის 1 ივლისიდან ისინი ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე მიიღებენ მიწოდების მომსახურებას ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან, რაც ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ უნივერსალური მომსახურების მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებად.

 

მომხმარებლის დამატებით უფლებები ახალ საცალო ბაზარზე

მომხმარებელს უფლება აქვს, თავად შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება.

მიმწოდებლის შეცვლა უფასოა და  შეიძლება შეუზღუდავად.

მომხმარებელს უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია შეუზღუდავად და ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ერთხელ  უკვე ისარგებლა უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით და შემდგომ აირჩია სხვა მიმწოდებელი.  

თუ მომხმარებელი ვერ აირჩევს ან მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევის შედეგად დაკარგავს მიწოდების მომსახურების მიღების შესაძლებლობას, იგი ავტომატურად ისარგებლებს ბოლო ალტერნატივის მიწოდებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up