„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

„თელიასონერა“ მაგთიკომის მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

access_time2020-07-14 13:22:50

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს  „თელიასონერას ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია „თელიასონერას  პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.

 

 

 

როგორც ჩანს, კომპანია „მაგთიკომის 54% წილის მფლობელ გია ჯოხთაბერიძეს აღნიშნული გარემოება ან დაავიწყდა, ან განგებ იცრუა 10 ივლისს  პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც კომპანია „თელიასონერას საქართველოს ბაზრიდან გასვლა, მოქმედი თავმჯდომარის, კახა ბექაურის საქმიანობას დაუკავშირა. გიორგი ჯოხთაბერიძის   სიცრუის ტირაჟირება მედიამ ისე მოახდინა, რომ „თელიასონერას ბაზრიდან გასვლის რეალური მიზეზი არ დაუსახელებია და კომპანიის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება საზოგადოებისთვის არ შეუხსენებია.

 

 

 

რეალობა კი ასეთია, კომპანია „თელიასონერა არა მხოლოდ საქათველოდან, არამედ მთლიანად რეგიონიდან გავიდა და ეს  გადაწყვეტილება 2015 წელს შვედეთისა და ევროპის ბიზნეს რეგიონებში კომპანიის ახალ სტრატეგიას უკავშირდებოდა, რაზეც კომპანია საჯაროდ საუბრობდა.

 


 

 

მას შემდეგ, რაც „თელიასონერას ევრაზიის რეგიონიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, ასევე ნეპალიდან და საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ეკონომიკის მაშინდელმა  მინისტრმა, კომპანიას წერილით მიმართეს, სადაც „თელიასონერას რეგიონის ბაზრიდან გასვლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს  და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელწმიფოს სახელით წუხილი გამოთქვეს.  წერილის საპასუხოდ „თელიასონერა საქართველოდან გასვლის მიზეზებს განმარტავდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათთვის ძალიან გამჭვირვალე და კონკურენტული იყო.

 

 

 

„თელიასონერას პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იოჰან დენელინდი წერილში საქართველოში არსებულ კონკურენტულ გარემოზე საუბრობს და ქვეყნის მიმართ ნდობას აფიქსირებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ბიზნეს საქმიანობისთვის  მდგრად და მომგებიან შესაძლებლობას წარმოადგენდა მათთვის. 

 

 

 

„კომპანია „ჯეოსელმა მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღო საქართელოში ყოფნის პერიოდში. ჩვენს განვითარებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა სახელმწიფო კურსმა და პოლიტიკამ, რომელიც სრულად მიმართულია უფრო გამჭვირვალე და უფრო კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო  ბიზნესისთვის  საქართველო გახდა უფრო მიმზიდველი და ამის კარგი კატალიზატორი ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება გახდა, - წერია „თელიასონერას წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის პრეზიდენტი იოჰან დენელინდი აწერს.

 

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს

 






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up