„თელიანი ველის“ ახალი ბრენდის ღვინოები ბრიტანეთის ღვინის მაღაზიებში გამოჩნდება

„თელიანი ველის“ ახალი ბრენდის ღვინოები ბრიტანეთის ღვინის მაღაზიებში გამოჩნდება

access_time2020-05-23 16:00:03

თელიანი ველის“ გამორჩეული ღვინოები ბრიტანეთის ღვინის მაღაზიებში გამოჩნდება. ამ ბაზრისთვის ქართული ღვინის გაცნობა კომპანიამ ორი ბრენდით Glekhuri და „თელიანი ველის“ პრემიუმ ხაზი Winery 97-ით გადაწყვიტა.


როგორც „კომერსანტს“ „თელიანი ველის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავამ განუმარტა, პროექტზე მუშაობა ერთი წელია მიმდინარეობს და პარტნიორების მხრიდან დიდი დაინტერესებისა და ღვინის ხარსხის დამსახურებით ინგლისში ახალი ღვინოები ძალიან მალე გაიყიდება.


პროექტზე მუშაობა დაახლოებით, ერთი წლის წინ, თებერვალ-მარტში დავიწყეთ და მიზნად დავისახეთ ბრიტანეთის ბაზარზე შესვლა. მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ გამოფენაში, გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ იმპორტიორებთან. ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის მაგისტრი, ქალბატონი სარა ებოტი.  ჩვენს მეღვინეებთან ერთად სპეციალურად ბრიტანელი მომხმარებლისთვის შევარჩიეთ ღვინო, რომელმაც პოტენციური პარტნიორის მოწონება დაიმსახურა. ეს ღვინოებია გლეხურის სერიიდან, ქისი ქვევრი და კისისხევი საფერავი ქვევრი, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში დიდიხანია წარმატებით სარგებლობს და საერთაშორისო კონკურსებზე უმაღლესი შეფასება აქვს. ასევე, Teliani Valley Winery 97-ის ხაზიდან გაუფილტრავი საფერავი, საფერავი და ქარვისფერი კახური #8,”-  განმარტავს ირაკლი ბოკუჩავა.



რაც შეეხება ღვინის საექსპორტო ფასს, „თელიანი ველის“ კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი ღვინოები ხარისხის შესაბამისად მაღალ საფასო სეგმენტს განეკუთვნება და იმედი გამოთქვა, რომ მალე საპატიო ადგილს დაიკავებს იტალიური და ფრანგული ღვინოების გვერდით.



პროდუქცია გაიყიდება ღვინის მაღაზიებში და „თელიანი ველი“ მოხვდება მაღალ საფასო კატეგორიაში სტანდარტულად ფრანგული, იტალიური და სხვა საინტერესო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გვერდით.  ათასამდე ადამიანმა დააგემოვნა ჩვენი ღვინო მასტერკლასებისა და შეხვედრების დროს და მათთვის აღნიშნული საფასო სეგმენტი მისაღებია ღვინისა და ბრენდის ხარისხიდან გამომდინარე.


ამ ბაზარზე ახალი ქვეყნების კატეგორიას მივეკუთვნებით, თუმცა გვჯერა რომ გაიზრდება ცნობადობა და ცალკე კუთხეც გამოეყოფა ქართულ ღვინოს.“ - აღნიშნა ირაკლი ბოკუჩავამ.



„თელიანი ველის“ პარტნიორია ღვინის იმპორტიორი კომპანია - „ბუტინო“, რომლის პორტფელში 1400 ღვინოა და წლის განმავლობაში 44 მილიონ ბოთლზე მეტს ყიდის. „ბუტინო“ განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს საუკეთესო და მაღალი ხარისხის პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან.


წლის მეორე ნახევარში, კომპანია „თელიანი ველი“ განახლებული ასორტიმენტითა და ბრენდებით ამერიკის ბაზარზეც გეგმავს ცვლილებებს.

 



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up