ტელევიზიიდან „ოცნებაში“ - რა ქონებას ფლობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილე

ტელევიზიიდან „ოცნებაში“ - რა ქონებას ფლობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახალი მოადგილე

access_time2021-01-16 17:00:36

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

ამასთან, დღეს გამართულ ყრილობაზე ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.

ცნობისთვის, მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის პოზიცია 2020 წლის ზაფხულში დატოვა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობასა და ქონებას, 2020 წლის 30 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია: 2007 წელს შეძენილი 45 კვ.მ ბინა გუდაურში, რაშიც 40 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, მის სახელზეა 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 190 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გომბორში, რომლის ჯამური ღირებულება 2008 წელს 15 000 ლარს შეადგენდა. ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის 1972 წელს მემკვიდრეობით გადაცემული 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილიც გომბორში.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელშიც 2015 წელს 13000 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ვასილ მაღლაფერიძის მეუღლის სახელზეა: 12,6 კვ.მ სარდაფი და 18 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2014 წელს 10 000 აშშ დოლარად არის შეძენილი. ასევე, თბილისში 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 30%-იანი წილი, რომლის ჯამური ღირებულება 66 400 ლარია. ვასილ მაღლაფერიძის მეუღლეს 2017 წელს საჩუქრად გადაეცა 22 კვ.მ ბინა მესტიაში. მის საკუთრებაშია 2009 წელს 300 000 ლარად შეძენილი 714 კვ.მ კომერციული ფართის 33,3%-იანი წილიც თბილისში და 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთი გომბორში, რაშიც 5000 ლარი გადაიხადა. 2015 წელს კი შეიძინა 164 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 125 000 აშშ დოლარია.


დეკლარაციის შევსების მომენტში ვასილ მაღლაფერიძე საბანკო ანგარიშებზე ფლობდა: 1656,64 ლარს, 4160,94 ევროს და 133,49 აშშ დოლარს. ნაღდი ფულადი სახით კი - 10000 ლარს.

დოკუმენტის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით 2019 წელს 52 800 ლარი აქვს აღებული.

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up