„ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული თემა არ შეიძლება იქნას განხილული როგორც ბიზნესზე ზეწოლა“

„ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული თემა არ შეიძლება იქნას განხილული როგორც ბიზნესზე ზეწოლა“

access_time2018-09-07 17:37:54

„ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული თემა არ შეიძლება იქნას განხილული როგორც ბიზნესზე ზეწოლა“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „კომერსანტთან“ საუბარში აკეთებს. მისი ინფორმაციით,კომპანია ,,ომეგა” რომელიც არის ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი და არის სიგარეტის ადგილობრივი მწარმოებელი, დაახლოებით 3 წელია ახდენს შესაბამისი გადასახადების დეკლარირებას და მათი გადახდა არ ხორციელდება. დაგროვილი თანხის ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მოცულობა 50 მლნ ლარს აღემატება.


 

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კომპანიაა „ომეგას“ წარმომადგენლებთან და ასევე ფინანსთა სამინისტროსთანაც გაგზავნილი გვაქვს შესაბამისი წერილი, სადაც ვსაუბრობთ კანონმდებლობის და შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში განხილული იქნას დაგროვილი დავალიანების ოპტიმალური გრაფიკით და რაოდენობით გადახდის შესაძლებლობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები.


 

 

შესაბამისად საუბარი იმაზე რომ ტელეკომპანია „იბერიის“  დამფუძნებელ კომპანიას აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები სახელმწიფოსთან და ამის გამო საუბარი იმაზე, რომ მიმდინარეობს ტელეკომპანიაზე  ზეწოლა, ვფიქრობ, კორექტული არ არის.  დარწმუნებული ვარ კომპანიაში დასაქმებულ ჟურნლისტებსაც ძალიან კარგად ესმით აღნიშნული საკითხის შინაარსი. თავის მხრივ, ასევე ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის კონტექსტში გამონახული იქნება შესძლებლობა , კომპანიის მიერ დავალიანება გადახდილი იქნას დროის ოპტიმალურ პერიოდში და ოპტიმალური პირობებით“-განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.


 

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია “იბერია”  „ომეგა ჯგუფში“ არსებული ფინანსური პრობლემების გამო პარალიზებულია . არხმა  საგანგებო განცხადება დღეს გააავრცელა. რადიო „ფორტუნას“ ინფორამციით, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “იბერიას” გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია “იბერია”.


 

„ტელეკომპანია “იბერიას” ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ უწევს საგანგებო განცხადების გავრცელება. ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. “იბერიას” ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია “იბერია”, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა.



ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დახუროს ტელეკომპანია “იბერია” და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ “ომეგა ჯგუფზე” ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „ იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირონ მხარი, რომ არ შეწყვიტოს ტელეკომპანიამ მაუწყებლობა“, – განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.



 

"ომეგა ჯგუფს" რომ  ბიუჯეტის მიმართ 51 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს, ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლისძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.



მათივე ცნობით, აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში.ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე.სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა.თუმცა, უწყების ინფორმაციით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.


"პირველ რიგში, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ჩვენი მთავრობის განუხრელი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა,არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახლის შექმნა.


ასევე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედია გარემოს უზრუნველყოფა.ცალსახა პროგრესი ამ მიმართულებებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასახულია საერთაშორისო შეფასებებში. ამის დასტურია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგიც, სადაც მედია თავისუფლების მიმართულებით 2012 წელთან შედარებით ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.



ამ პრიორიტეტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სოციალური ვალდებულება ასობით ათასი პენსიონერის, პედაგოგის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურადდაუცველის და სხვა ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახელმწოფო ვერ დაუშვებს ამ ვალდებულების საფრთხის ქვეშ დაყენებას ვერცერთი კონკრეტული კომპანიის ვალაუვალობის,თუ არასწორი პოლიტიკით წარმოშობილი ვალდებულებების გამო.



გარდა ამისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის შეფასებების დიდი ნაწილი, რაც საბოლოოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებზე, დამოკიდებულიასწორედ გამართული ფისკალური პოლიტიკის წარმოებასა და გადასახადების ამოღების მაჩვენებლებზე.სახელმწიფო სწორედ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების ფარგლებში, ახორციელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ნებისმერი ბიზნეს სუბიექტთან მიმართებაში.



აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის(გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად",-ნათქვამია განცხადებაში.



ამასთან, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანიამ 11-ჯერ, წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერებულიყო საწარმოს ფუნქციონირება.



"იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსვლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები ფინანსთა სამინისტროს დეკლარირებული პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბიზნესისინტერესები, გადასახადების გადახდისას წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის მიზნით, ამავდროულად, ვინარჩუნებთ მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, იმ გადამხდელებისმიმართ, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რითაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებენ კეთილსინდისიერ გადამხდელებს",-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ რომ „ომეგა“  ტელეკომპანია „ იბერიას“   მფლობელია, თავის მხრივ „ომეგა ჯგუფს“ კი    ზაზა ოქუაშვილი  ფლობს. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up