Le Temps - ბელორუსიაში რევოლუციის უკან Telegram-ი დგას

Le Temps - ბელორუსიაში რევოლუციის უკან Telegram-ი დგას

access_time2020-08-25 18:00:04

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინაამღდეგ საზოგადოებრივი მობილიზაციის უკან თითქმის უცნობ ბლოგერთა ჯგუფი დგას, რომელიც მოსახლეობაში საპროტესტო მუხტს ზრდის და აქციების კოორდინაციასაც ახორციელებს.


საპროტესტო მოძრაობის მე-15 დღეს, მინსკის ცენტრი ისევ აივსო დემონსტრანტებით. ქუჩაში 200 000 ადამიანი გამოვიდა, რაც შთაბმეჭდავია, თუ ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს, დაპატიმრებებს, წამებას, ქალაქებში ჯარების შემოყვანას და ცუდ ამინდს გავითვალისწინებთ.


მიტინგის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბელორუსიის თავდაცვის მინისტრი მეამბოხეებს ღიად დაემუქრა, რომ აქციის დროს წესრიგის დარღვევის შემთხევაში, საქმე არა მილიციასთან, არამედ ჯართან ექნებოდათ.


დემონსტრანტები სამხედროების კორდონს არ მიუახლოვდნენ. მსვლელობა ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა მარია კოლესიკოვამ შეაჩერა. თუმცა რეალურად, ეს უზარმაზარი მასა, რომელიც ბელორუსიის დედაქალაქში და რეგიონებში ქუჩაში გამოდის, ოპოზიციის მიერ არ იმართება. დღეს პროტესტის მონაწილეებს აერთიანებს არა პარტიები, არა პოლიტიკური ლიდერები და არა ორგანიზაციები. მოძრაობის კოორდინაციას Telegram არხები ახდენენ.


„პოლიტიკურ ლიდერებს და ოპოზიციას ეს არხები ჰაერივით სჭირდებათ. მათ გარეშე ისინი ადამიანების ინფორმირებას ვერ ახდენენ და შესაბამისად, რეალობას მოწყვეტილები არიან“, - ამბობს ბელორუსი ჟურნალისტი ფრანაკ ვიაჩორკა.



„არხი“ - ეს არის დაშიფრული აკაუნტი სოციალურ ქსელ Telegram-ში, რომელიც ინფორმაციას ხელმომწერებს აწვდის. ბელორუსიაში ამ სერვისის პოპულარობა ანონიმურობის მაღალი ხარისხით აისხნება.


ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ Telegram-არხს NEXTA-ს 2,1 მლნ. ხელმომწერი ჰყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ, რომ ბელორუსიის მოსახლეობა 9, 5 მლნ. ადამიანია.


NEXTA (ბელორუსულად „ვიღაცა“-ს ნიშნავს) ყოველდღე ათობით ცნობას აქვეყნებს - ლოზუნგებით დაწყებული სიტუაციის ანალიზით დასრულებული, ასევე ათავსებს ვიდეორგოლებს და მიტინგებიდან პირდაპირ ჩართვებს აკეთებს. რაც მთავარია NEXTA აქვეყნებს პროტესტის გეგმებს, თუ როდის, სად და რომელ საათზე იწყება მიტინგი.


მაგრამ ვინ არიან ეს იდუმალი ორგანიზატორები? თითქის სრული ანონიმურობის უკან ორი ახალგაზრდა აქტივისტი დგას, მათ შორის 22 წლის სტეპან პუტილო, რომელიც პირველად NEXTA 2015 წელს YouTube-ში დარეგისტრირდა და ყურადღება პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინაამღდეგ სატირიული პუბლიკაციებით მიიპყრო. ძალიან მალე არხი ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი გახდა და პუტილოს პოლონეთში გადაბარგება მოუწია. დღეს NEXTA-ში 15 ადამიანი მუშაობს.


სტეპან პუტილის თქმით, მისი არხი რევოლუციის მამოძრავებელი ძალა სრულიად შემთხვევით გახდა და ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ დაწესებული ცენზურა გახდა.


„ლუკაშენკოს თქმით, Telegram-არხები უცხოეთიდან იმართებიან, თუმცა, ეს ბლოგერები არავის მიერ არ იმართებიან, რადგანაც მათ საკუთარი თავის შენახვა ადვილად შეუძლიათ. ერთი რეკლამა NEXTA-ზე 7000 დოლარი ღირს და ასეთი რეკლამა რამდენიმეა. ყველა თავის როლს ასრულებს. ეს რევოლუციას წორედ NEXTA-ს და მსგავსი არხების წყალობით ვითარდება. ბელორუსია სწორედ მათი რადიკალიზმის გამო აჯანყდა“, - თვლის ვიაჩორკა.


LeTemps.ch

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბელორუსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up