რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების ზედამხედველობის სამსახურმა როსკომნადზორმა პროკურატურასთან შეთანხმებით მესენჯერ Telegram-ს შეზღუდვები მოუხსნა.„ჩვენ ვაფასებთ სერვისის შემქნელის პაველ დუროვის მხრიდან ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის მზადყოფნას“ - ნათქვამია სახელმწიფო უწყების ინფორმაციაში.როსკომნადზორმა სანქციები მესენჯერის წინაამღდეგ 2017 წლის ივლისში შემოიღო, ხოლო 2018 წლის 13 აპრილს ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დაადასტურა.
ამის მიზეზი მესენჯერის მხრიდან უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის შეტყობინებების გაშიფრვისთვის აუცილებელი კოდების გადაცემაზე უარის თქმა გახდა.უწყებაში განაცხადეს, რომ Telegram-ს ძალიან აქტიურად ტერორისტები იყენებენ, და ამიტომაც მესენჯერის პოზიცია რუსეთის სახელმწიფოს და მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
კომპანიის ადვოკატების თქმით, გაშიფრვისთვის აუცილებელი კოდის გადაცემა ვინმესთვის შეუძლებელია, რადგანაც Telegram-ის არქიტექტურა ერთიანი შიფრის შექმნას არ გულისხმობს.
თავად პაველ დუროვის თქმით, როსკომნადზორის პირობებს ის არასდროს დათანხმდება, რადგანაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სიტყვის თავისუფლების მომხრეა.
წყარო: https://expert.ru/
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ