Telegram-ის კრიპტოვალუტის გამოშვება შესაძლებელია ნახევარი ან 1 წლით გადაიდოს

Telegram-ის კრიპტოვალუტის გამოშვება შესაძლებელია ნახევარი ან 1 წლით გადაიდოს

access_time2019-10-16 17:54:02

მესენჯერ Telegram-ის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ნახევარი ან ერთი წლით გადადოს ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ით კრიპტოვალუტა Gram -ის გამოშვება. ამის მიზეზი კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ დროებითი სასამართლო ყადაღა გახდა. ინფორმაციას Forbes-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.



Forbes-ის ინფორმაციით, პაველ დუროვის ჯგუფი ამ დროის განმავლობაში გეგმავს დაარეგულიროს ყველა ის საკითხი, რაზეც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ მიუთითა.



საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც 24 ოქტომბერს სასამართლო SEC-ის განაცხადს განიხილავს.



Telegram-ის ოფიციალური წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


12 ოქტომბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დროებითი სასამართლო ყადაღა დაადო ორ ოფშორულ კომპანიას, რომელიც სავარაუდოდ აშშ-სა და უცხო ქვეყნებში ტოკენების უკანონო პირველად მონეტარულ შეთავაზებებს (ICO) აწარმოებდნენ. საუბარია პაველ დუროვის კომპანია Telegram Group Inc.-ზე და მის შვილობილ კომპანია TON Issuer Inc.-ზე.



ოფშორული კომპანიებისგან 171-მა მყიდველმა Gram-ის 2,9 მილიარდი ტოკენი შეიძინა. კომისიის მტკიცებით, Telegram-ს ბლოკჩეინ-პლატფორმა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა შეექმნა.



როგორც კომისიის საჩივარშია ნათქვამი, ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ის ​შემქმნელებმა კრიტპოვალუტა Gram-ის გაყიდვა და შემდგომი მიმოქცევა არ დაარეგისტრირეს, რაც „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ ამერიკული კანონის დარღვევაა.




imedinews.ge







ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“ დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება

„Lolita“, „Cafe Stamba“, „Rooms Hotel Tbilisi“, „Fabrika“  დაგეგმილზე ადრე, 1 ივნისს გაიხსნება
access_time2020-05-29 12:04:26
„აჭარა ჯგუფი“  რესტორნებსა და კაფეებს  დაგეგმილზე ადრე გახსნის. „გვსურს სიხარულით შეგატყობინოთ, რომ ჩვენი შეხვედრა იმაზე მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე გვეგონა!უკვე 1 ივნისიდან გიმასპინძლებთ Lolita-სა და Cafe Stamba-ს ღია სივრცეებში. ასევე, 8 ივნისიდან შეძლებთ ისიამოვნოთ Holiday Inn Tbilisi-ის ღია საცურაო აუზითა და ბარით. Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta კი სტუმრების მიღებას 12 ივნისიდან განაახლებს. ჩვენი...

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65% ვერ მიიღეს

ქართულმა კომპანიებმა შემოსავლების 65%  ვერ მიიღეს
access_time2020-05-29 13:00:09
COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა. PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების...


მსგავსი სიახლეები

up