თელავში სასტუმრო ქვევრი პირველ სტუმრებს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

თელავში სასტუმრო ქვევრი პირველ სტუმრებს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

access_time2020-06-24 11:30:53

თელავში სოფელ შალაურში ცნობილი სასტუმროქვევრი 2021 წლის დასაწყისში პირველ სტუმრებს მიიღებს.  სასტუმრო, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება,  ამჟამად მშენებლობის პროცესშია, ერთ თვეში კი ნომრებისა და ინტერიერის მოწყობის ეტაპი დაიწყება.  


სასტუმროს კოპლექსი 15-ნომრიან  მთავარ  შენობასა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯს აერთიანებს. „ქვევრმა“ კონცეფციიდან გამომდინარე, უცხოელების ყურადღება მიიპყრო, როგორც შპს. „ქვევრის“ დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის იდეით ბევრი უცხოელი აღფრთოვანდა, სასტუმრო მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა აქტიურობა დამოკიდებულია მომავალი წლის ტურისტულ სეზონსა და ეპიდსიტუაციაზე.


„აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიდის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ  მომავალი წლის დასაწყისში ქვევრის სასტუმრო ვიზიტორების მიღებას დაიწყებს.  რაც შეეხება ფასებს, ეს იქნება მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო, თუმცა მანამდე დიდი დროა და დამოკიდებულია პანდემიის გავრცელებისა და გლობალურ დინამიკაზე. სასტუმრო „ქვევრი“-ს მიმართ უცხოელებისგან დიდი ინტერესია, უამრავი კითხვა შემოდის გახსნის თარიღზე. ეს არ არის ჩვეულებრივი  სასტუმრო, არამედ ქართული ღვინის კულტურის თემატიკაზეა აგებული განსხვავებული იდეით და კონცეფციით. გვექნება ჩვენი ღვინო, ჩვენი ვენახი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობასაც. თუმცა, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ სხვა გამოწვევები გვაქვს - უნდა დასრულდეს მშენებლობა, მთავარია ამაში არ გვქონდეს შეფერხება. ტურისტული სეზონი მარტი -აპრილიდან იწყება, თუმცა ამ Covid-სიტუაციიდან გამომდიანრე რა რეალობის წინაშე დავდგებით ამას დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.


3,5 მილიონიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. მთავარ შენობასთან და კოტეჯებთან ერთად კომპლექსში გაერთიანდება რესტორანი, ბარი, აუზები, სპა, საბავშვო გასართობი ადგილი, გაშენებული ვენახი.





 

მარიამ მორგოშია

 



თეგები:
ქვევრი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up