თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

access_time2019-12-13 17:37:36

თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თელავის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.



სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტი დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.




ფორუმის მიზანს სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.



დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მათ ფორუმის ჩატარების შესახებ წინასწარ დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet.gov.ge-ის საშუალებით. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს სწრაფად, კვალიფიკაციის შესაბამისად, დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.



თელავის დასაქმების ფორუმი რიგით მეათეა, რომლის ორგანიზება სააგენტომ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა. 2019 წლის 11 თვის მონაცემით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული დასაქმების ხელშემწყობი სერვისებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სულ დასაქმდა 1332 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 84 შშმ პირი. მიმდინარეობს მონიტორინგი დასაქმებულთა უკუკავშირის მოსაპოვებლად.






გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს
access_time2020-03-28 15:16:02
აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო...

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
access_time2020-03-28 12:00:57
„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის. ამერიკული რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო მიტანის სერვისების "გლოვოსა" და "ვოლტის" დახმარებით, ამიერიდან, აღარ უწევთ შეკვეთის ჩაბარებისას ხელის მოწერა. მათ ურჩევენ აირჩიონ ბარათით გადახდა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლიათ კურიერისთვის მისაცემი თანხა კართან დატოვონ, კურიერი კი ასევე მომხმარებელთან შეთანხმებით, შეკვეთას კართან ტოვებს,...


მსგავსი სიახლეები

up