თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით გრძელდება“ - აცხადებენ შსს-ში.
Imedinews