თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს.
რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.
ხანძარია თელავის სოფელ იყალთოში. იქ ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გუშინ გავრცელდა. ამ შემთხვევაშიც ქრობის პროცესი ქარისა და რთული რელიეფის გამო ფერხდება.
imedinews