"თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ყველის წარმოების დაწყება გადადო

access_time2021-07-22 18:32:16

კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა ყველის წარმოების დაწყება გადადო. მიზეზი პანდემია და ამის გამო საინვესტიციოდ არამიმზიდველი გარემოა.

როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის განხორციელება უკვე არსებული ფერმა „მწვანე რანჩოს“ ფარგლებში გეგმავს, რომელიც ბიზნესმენმა 2014 წელს ააშენა და მასში 900 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რამაზაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მოუწია საქონლის გაყიდვა, შესაბამისად, მცირე წარმადობის ფარგლებში ყველის წარმოება ვერ მოხერხდება.

„ახლა ვაპირებთ უცხოეთიდან ძროხების ახალი პარტიის შემოყვანას, რომელიც სავარაუდოდ კარგ შედეგს მოგვცემს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი და იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია, განხორციელდება, თუმცა, მოგვიანებით. პანდემიამაც თავისი როლი ითამაშა, რადგან ჩვენს მიერ გამოშვებული მაღალი ხარისხის ყველის რეალიზება ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის გათვლილი იქნება HoReCa სექტორზე, რომელიც შემქნილ სიტუაციაში ყველაზე ძალიან დაზარალდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომ გადავდეთ.


რა იქნება პერსპექტივაში არ ვიცი. ვიდრე უფრო ნათელი არ გხდება სიტუაცია, პროგნოზირებადი არ აგხდება მომავალი, გამიჭრდება რაიმე ინვესტირების გაკეთება,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

ამ დროისთვის ფერმაში 30-მდე მეხორცული ჯიშის ძროხაა.

business-partner.ge






საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up