თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

access_time2020-01-18 15:00:57

ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლოს 400-მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­უ­ტო­ვა - თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ამ­ჟა­მად, 1870 ექ­სპო­ნა­ტია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­თა­გან 200 ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის კარლ პი­ლო­ტის ლუ­დო­ვი­კო მე-17 ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან; ფრან­გი მხატ­ვრის რე­ნოს მთვა­რი­ა­ნი ღამე; მი­ხაი ზი­ჩის ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მირ­თმე­ვა თა­მა­რი­სათ­ვის; უც­ნო­ბი ავ­ტო­რის მა­დო­ნა ყრმით და ა.შ.

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან წარ­მოდ­გენლ­ნი, რო­გო­რე­ბიცაა: გიგო გა­ბაშ­ვი­ლი (ოთხი ორი­გი­ნა­ლი ტილო), ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი... - წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE თე­ლა­ვის ის­ტო­რი­­ლი მუ­ზე­­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცველს, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და კო­ლექ­ცი­­ნერს:

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

1900 წელს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თე­ლა­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი გა­ემ­გზავ­რა ხარ­კოვ­ში და ფარ­მა­ცევ­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო სწავ­ლა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში კერ­ძო აფ­თი­აქ­ში პრო­ვი­ზო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1930-იან წლებ­ში ახა­ლი ინ­ტე­რე­სი, კოს­მე­ტო­ლო­გია გა­უჩ­ნდა. ამ პრო­ფე­სი­ას ის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში და­ე­უფ­ლა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მხატ­ვრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თე­ლავ­ში მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, გვა­რად ან­ტე­ნი და ჰქონ­და გახ­სნი­ლი ხატ­ვის წრე. ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შე­სუ­ლა ამ წრე­ზე, მაგ­რამ მხატ­ვრო­ბა არ გა­მოს­ვლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ინც არ ჩა­მო­შორ­და და და­ი­წყო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

მა­მა­მი­სი მე­რაბ იაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო და შა­მი­ლის წინააღმდეგ ბრძო­ლებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­დე­საც ვნა­ხე ფრანც რუ­ბოს ფერ­წე­რუ­ლი ტილო გუ­ნი­ბის აღე­ბა, მა­მას მო­ნა­თხრო­ბი გა­მახ­სენ­დაო, იგო­ნებ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი. 1930 წელს ეს ტილო თბი­ლის­ში ერთ-ერთ სამ­ხატ­ვრო სა­ლონ­ში შე­უ­ძე­ნია.

ფრანც რუ­ბოს ნა­ხა­ტი აულ ღუ­ნი­ბის აღე­ბა. ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტილო

მას ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს უცხოვ­რია. ხარ­კოვ­ში კოს­მე­ტო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დამ­კვიდ­რდა, გახ­სნა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და მთელ თა­ვის შე­მო­სა­ვალს ხარ­ჯავ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში. გარ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა, მის კო­ლექ­ცი­ას ამ­შვე­ნებს უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც: გუ­დო­ნის ვე­ნე­რა, უნი­კა­ლუ­რი ჩი­ნუ­რი ვა­ზე­ბი, ბუ­დას ქან­და­კე­ბა, რო­მის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­დე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი - გვიყ­ვე­ბა თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცვე­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტის შე­ძე­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­წე­რა და შე­მო­ი­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, კარლ პი­ლო­ტის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო მეჩ­ვიდ­მე­ტე ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ხოლო მხატ­ვრის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, დრეზ­დენ­ში მისი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი.

ქე­თე­ვა­ნი ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და შვი­ლი არ ჰყავ­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი კო­ლექ­ცი­ის გად­მო­ცე­მა მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ კა­ზა­ე­ვი იყო - მო­ხე­ტი­ა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი, ისიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­ძე­ნით. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, წყვი­ლი ოდე­სა­ში იყო სა­მოგ­ზა­უ­როდ, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში შე­სუ­ლან სა­სა­უზ­მოდ.

მა­გი­დას­თა­ნაც დამ­სხდა­რან, რო­მელ­ზეც კარლ პი­ლო­ტის ეს ტილო იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. გად­მო­უბ­რუ­ნე­ბია ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვანს და უნა­ხავს გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის ხელ­მო­წე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლა. მე­პატ­რო­ნეს­თვის უთ­ქვამს, ეს სუფ­რა მოგ­ვყი­დე და რამ­დენ­საც გნე­ბავთ გა­და­ვიხ­დი­თო. გაკ­ვირ­ვე­ბია ბა­რის მე­პატ­რო­ნეს, არ იცო­და რა ტი­ლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი და მი­ნი­მა­ლურ თან­ხად შე­უ­ძე­ნი­ათ ეს ტილო და წა­მოუღიათ სა­ქარ­თვე­ლო­ში - ყვე­ბა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის ღვაწ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბო, ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რია. ის სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ მე­ცე­ნა­ტი ქალი სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი არ არის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მის შე­სა­ხებ არ იცის:

გარ­და იმი­სა, რომ იგი ყი­დუ­ლობ­და უნი­კა­ლურ ნა­მუ­შევ­რებს, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი ჩუქ­ნიდ­ნენ კი­დეც თა­ვი­ანთ ტი­ლო­ებს, რად­გან იცოდ­ნენ ამ ქა­ლის ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, მხატ­ვრო­ბის მი­მართ.

გარ­და იმი­სა, რომ ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი ქა­ლებს ალა­მა­ზებ­და და მათ ფი­ზი­კურ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავ­და, მან ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნა უდი­დე­სი წვლი­ლი. ეს არის 400 მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს შე­მო­უ­ნა­ხა! - ამ­ბობს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვი­სი კო­ლექ­ცია თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს სამ ეტა­პად გა­დას­ცა. იგი სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ეს­წრო სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნას და და­ათ­ვა­ლი­ე­რა კი­დეც.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე 1980 წელს ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი...

 


თეგები:
საქართველო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up