"თელასისთვის" მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის

access_time2021-06-21 17:00:59

21 ივნისს თელასის აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიად 1 ივლისიდან განისაზღვრება შპს „თელმიკო“, მომხმარებელს კომპანია „თელასი“ სთხოვს მრიცხველის ჩვენების მიწოდებას. აღნიშნულმა შეტყობინებამ აბონენტებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, მოუწევდათ თუ არა მათ მუდმივად ელექტრომომწოდებლისთვის მრიცხველის მონაცემების თავად გაგზავნა.



„კომერსანტი“ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა, სადაც პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი ივლისიდან მომხმარებელთან კომუნიკაცია „თელმიკოს“ ექნება, უნდა განისაზღვროს, რამდენი უნდა გადაუხადოს მომხმარებელმა „თელასს“ და რამდენი „თელმიკოს“. თუმცა მათივე თქმით, მონაცემების გაგზავნა სავალდებულო არ არის.


„ეს ვალდებულება არ არის, ეს არის ნორმატიული აქტის მოთხოვნა, სადაც წერია, რა უნდა გავაკეთოთ კომპანიამ გაყოფის დროს. ვებ პორტალზე შეუძლია მომხმარებელს თავისი ჩვენება გამოგვიზავნოს, ამით უბრალოდ გავუადვილეთ პროცესი, თუ არ გამოიგზავნება, არც ეგ იქნება პრობლემა. ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ეს გვეცნობებინა sms-ით. პირველი ივლისიდან ოპერირებას იწყებს „თელმიკო“, თელასი მომხმარებელს არ გაუგზავნის ქვითრებს, ეს შეტყობინებაც საინფორმაციო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ეს იმიტომ ხდება, რომ გავიგოთ, თელასს რა უნდა გადაუხადოს მომხმარებელმა და მეორე კომპანიას რა უნდა გადაუხადოს. თელასი რჩება ბაზარზე იმ ნაწილში, რომ ელექტროქსელის ოპერირებას გააკეთებს და თუ ახალი მომხმარებელი დარეგისტირდება, ამას თელასი განახორციელებს, ასევე მოახდენს ქსელის მოდერნიზებას და რემონტს. რაც შეეხება „თელმიკოს“ მომხმარებელთან  ის იქნება დაკავშრებული.


ეს გარდამავლი ეტაპი კომპანიის გაყოფის პროცესში ძალიან რთული იქნება.  რთული იქნება გააგებინო მოსახლეობას, რომელიც ამდენი ხანი შეჩვეული იყო თელასს,“ - განმარტავენ კომპანია „თელასში“.


შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება.


„თბილისში „თელასის“ ნაცვლად, მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად – „ეპ ჯორჯია მიწოდება“.


ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.



თეგები:
თელასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up