„თელასის“ მფლობელმა კომპანიამ შესაძლოა ლონდონის ბირჟა დატოვოს

„თელასის“ მფლობელმა კომპანიამ შესაძლოა ლონდონის ბირჟა დატოვოს

access_time2016-06-16 13:26:18

"ინტერ რაომ" შესაძლოა შეწყვიტოს გლობალური სადეპოზიტო ხელწერილებით (GDR) ვაჭრობა ლონდონის ბირჟაზე. აღნიშნულ საკითხს კომპანიის დირექტორთა საბჭო 29 ივნისის სხდომაზე  განიხილავს.


როგორც რუსული ენერგოგიგანტის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში „ინტერ რაო“ ლონდონის ბირჟას დატოვებს. ამ ეტაპზე GDR-ით ვაჭრობა პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება კანონმდებლობის გამკაცრება, რის შედეგადაც GDR-ის ქაღალდების ბრუნვა ძვირდება და სარგებლის მომტანიც აღარაა.


„ამასთან ხელწერილების, ისევე როგორც ინფორმაციის გაცემის ინსტიტუტი ნარჩუნდება, და თუ ჩვენ დავინახავთ მოთხოვნას, მზად ვართ დავბრუნდეთ,“ - განუცხადა „რია ნოვოსტის“ კომპანიის წარმომადგენელმა.

 


თვის დასაწყისში „ინტერ რაომ“ საქართველოში გაყიდა 600 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის 100%.  საუბარია ყოფილ "მეცხრე" და "მეათე" ბლოკებზე. მყიდველი Georgian Industrial Group–ია, რომლის ერთერთი დირექტორი გელა ბეჟუაშვილია.  


როგორც ჰოლდინგში განმარტავენ,  „ინტერ რაო“ ცდილობს რუსულ ბაზარზე მოახდინოს კონცენტრაცია, თუმცა აგრძელებს საქართველოში ჰესებისა და ქსელების ფლობას. ენერგოჰოლდინგისთვის ეს ბოლო პერიოდში უცხოური აქტივის გაყიდვის მეორე შემთხვევაა: სომხეთის ენერგოქსელები ჯგუფ „ტაშირის“ ხელში გადადის.


საქართველოში „ინტერ რაო“ ფლობს სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის „ხრამჰესი 1“ -სა და „ხრამჰესი 2“-ს, მას ასევე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“. რუსული ენერგოგიგანტი ასევე არის "თელასის" აქციების 75%-ის მფლობელი. კომპანიის აქციათა 25% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის.

 

ინტერ რაომ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი აქციები 2011 წლის ნოემბერში გაიტანა.


GDR- ეს არის მეორადი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ამერიკული ბანკების მიერაა გამოშვებული, თუმცა უკავშირდება სხვა ქვეყნების კომპანიებს. ესაა ცალკე ფასიანი ქაღალდები საკუთარი კურსით, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვეულებრივ კურსთან. მათ იყენებენ იმისთვის, რათა დაკმაყოფილდეს ევროპული და ამერიკული ბაზრების მოთხოვნები, რამდენადაც მათი საშუალებით ინვესტორებს ინვესტირების მკაცრ პირობებს უყენებენ.



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ
access_time2020-07-14 11:00:46
საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...


მსგავსი სიახლეები

up