თეირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა

თეირანიდან თბილისში ცარიელი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ირანის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა

access_time2020-02-23 22:01:28

ირანიდან საქართველოში საჰაერო გზით მგზავრების გადმოყვანის შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელმაც ირანის მოქალაქე ტურისტები თეირანში წაიყვანა.

 

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ირანელი ტურისტების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე პირდაპირი რეისი შესრულდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ ირანიდან დასაბრუნებლად სხვა ავიაკომპანიებით სარგებლობა შეუძლიათ.

 

„ავიაკომპანიამ შეასრულა თეირანი-თბილისის რეისი ცარიელმა, ჩამოვიდა ტურისტების უკან წასაყვანად, მხოლოდ და მხოლოდ იმ დანიშნულებით, რომ მოახდინოს მათი უკან გადაყვანა. ამ რეისზე დაახლოებით 130-მდე მგზავრი იყო. რეალურად აღნიშნული ავიაკომპანია დაფრინავდა ყოველდღე. ჩამოყვანილია ტურისტების გარკვეული რაოდენობა. ავიაკომპანია კიდევ რამდენიმე რეისს დანიშნავს ამ ტურისტების უკან გასაყვანად. აბსოლუტურად იმავე დანიშნულებით. არც ერთი ტურისტი არ ჩამოვა საქართველოში ჯერჯერობით, სანამ არ იქნება სხვა მითითებები. მხოლოდ გაყვანის მიზნით. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, სხვა რეისები გამოიყენოს საქართველოში ჩამოსასვლელად. უბრალოდ ამ ავიაკომპანიაზე ამ წუთას მოგვივიდა შეზღუდვა. ერთადერთი ავიაკომპანია იყო, რომელიც დაფრინავდა თეირანში და ამ ავიაკომპანიამაც დროებით შეზღუდა მგზავრების ჩამოყვანა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისინი საზღვარზე გადიოდნენ შემოწმებას, იქ იყვნენ სხვადასხვა ინსტანციიდან ადამიანები, რომლებიც იყვნენ უფლებამოსილები მათ შემოწმებაზე. თბილისში ჩამოსვლისასაც მათ გაიარეს შემოწმება. ავიაკომპანია მუშაობს, რომ ყველა ტურისტი გაიყვანოს ქვეყნიდან და ამ კვირაში სავარაუდოდ შესრულდება კიდევ ერთი რეისი. ეს პირველი რეისია, რომელიც უმგზავროდ ჩამოვიდა საქართველოში. რეისები ჯერჯერობით შესრულდება მხოლოდ იმ დანიშნულებით, რომ ტურისტები გაიყვანოს საქართველოდან. როდემდე იქნება ეს რეისები შეჩერებული, ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ავიაკომპანია „ქეშმის“ წარმომადგენელმა, ლევან მაწიაშვილმა.


 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

 

1tv





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up