თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

თეგეტა მოტორსმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის EBA- ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

access_time2020-02-24 15:51:59

შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის შესაძლებლობებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს თეგეტა მოტორსის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი.


„თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით. ამასთანავე გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტირებული ფილიალი ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.


თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში. 2019 წლიდან თეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზირებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.


ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.



ევროპული ბიზნეს ასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ასევე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up