„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა

access_time2020-01-22 12:05:28

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ასევე ინფრასტრუქტურის და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით. თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან რომელმაც Fitch-ის რეიტინგი მიიღო და ასევე ევროპულ საკრედიტო რეიტინგს “BB -”-ს ფლობს, რაც მიუთითებს მის გამჭვირვალობასა და მყარ ფინანსურ პოზიციაზე. ამასთანავე თეგეტა მოტორსმა წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007), ასევე გარემოს დაცვის მენეჯმენტის (ISO 14001:2015) სტანდარტები. ამ ეტაპზე თეგეტა მოტორსი მუშაობს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გარე საკონტროლო აუდიტზე.


აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მიიღო.


გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 30 მლნ. ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში 2019 წლის მაისში განხორციელდა.


2019 წელს პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და გახსნეს Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა საქართველოში. კომპანიის პორტფელს ასევე დაემატა ახალი წამყვანი ბრენდები მსუბუქი და სატვირთო ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების, ზეთების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით. თეგეტა მოტორსმა პირველმა შემოიყვანა საქართველოს ბაზარზე "NIU"-ს ბრენდის ელექტრო სკუტერები. ამასთანავე კომპანიამ დაიმატა ახალი ბიზნეს მიმართულებები, ავტომობილების გაქირავება და გაყიდვები - "თეგეტა ქარ რენტი" და "თეგეტა რენტალსი".


თეგეტა მოტორსმა გასულ წელს აჭარის რეგიონში ყველაზე დიდი სერვისცენტრი გახსნა, რომლის სრული ფართობი 4 ჰექტარს მოიცავს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით. აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების რეგიონალური ცენტრია საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა.


თეგეტა მოტორსმა 2019 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები განახორციელა და არსებული სერვისცენტრების გადაიარაღება მოახდინა უახლესი მანქანა-დანადგარებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სატვირთო ავტომობილების ვულკანიზაცია. ასევე დაინერგა მობილური სერვისი, იმ რეგიონებისთვის სადაც არ არის კომპანიის წარმომადგენლობა. თეგეტა მოტორსმა მისი მომსახურებების ხელმისაწვდომობისთვის შექმნა უნიკალური პლატფორმა - მოძრავი სერვისცენტრი და მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ადგილზე სთავაზობს სწრაფ მომსახურებას სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქციის მიწოდებით.



მომსახურების დროის შემცირებისა და მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, თეგეტა მოტორსმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები დანერგა როგორც საცალო, ასევე კორპორატიული სერვისის მიმართულებით, აღნიშნული სიახლე მოიცავს სწრაფი გადახდის სერვისს და ავტომობილის დისტანციური დიაგნოსტირების სისტემას, რაც გახლავთ სერვისის უახლესი სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მიიღოთ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში წინასწარ ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და უმოკლეს დროში მისი მოგვარება, აღნიშნული მომსახურება გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად მოკლე დროში მოახდინოთ საჭირო სერვისის მიღება. ამასთანავე კომპანიამ განავითარა და ახალი სერვისები დაამატა "თეგეტა კომფორტის" მიმართულებით.


"თეგეტა კომფორტი" აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი მოულოდნელად დაზიანდა, თქვენ კი საბურავის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ, ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ საბურავი, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს.


ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია რომელთა შეძენას შეძლებთ ონლაინ, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გექნებათ გააკეთოთ შეკვეთა და 5-7 დღეში მიიღოთ სასურველი პროდუქტი.


გასულ წელს განხორციელებული პროექტებიდან ასევე მეტად მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი პროექტი გახლდათ „თეგეტა შენთან ერთად“, რომელიც გულისხმობს კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში თეგეტა მოტორსმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები ქვეყანაში განათლების, საგზაო უსაფრთხოების, ბიზნესის და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.


დღეისათვის თეგეტა მოტორსი აერთიანებს შვიდ შვილობილ კომპანიას, სადაც 2 000-მდე კადრია დასაქმებული და მათ უმრავლესობას „თეგეტა აკადემიის“ კურსდამთავრებულები წარმოადგენენ. „თეგეტა აკადემია“ არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, რომლის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრი „თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიამ 2019 წელს პროფესიული კოლეჯის ავტორიზაცია მიიღო.


თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას. 2019 წელს კომპანია მოემსახურა 300 000-მდე საცალო, 4 000-მდე საბითუმო და 35 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up