„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება აკუმულატორებზე

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება აკუმულატორებზე

access_time2020-02-11 17:26:31

გარემოს ეროვნული სააგენტო 11 თებერვლიდან საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას იუწყება, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურა კი მკვეთრად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დიდთოვლობა.

ვინაიდან ტემპერატურა ქვემოთ იწევს, განსაკუთრებულად მნიშვენელოვანია ავტომობილის აკუმულატორზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი Varta-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის აკუმულატორებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

ამასთანავე Varta-ს აკუმულატორებზე ვრცელდება უსასრულო გარანტია, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. თეგეტა მოტორსი 2000 წლიდან არის Varta-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. Varta მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში.

მეტი კომფორტისთვის, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს "თეგეტა კომფორტის“ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. ამ სერვისის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის და დაქოქვის მომსახურებით - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას, მონტაჟს და დაქოქვის მომსახურებას. მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ თეგეტას ცხელ ხაზზე 226 44 44 ან ეწვიეთ ვებ გვერდს tegetamotors.ge.


აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. მისი მთავარი ამოცანა ძრავის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანაა, თუმცა ავტომობილის განვითარებასთან ერთად აკუმულატორის ფუნქცია-მოვალეობები გამუდმებით იზრდება. აკუმულატორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ავტომობილის გულს. სწორედ აკუმულატორი აწვდის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელექტრო ენერგიას სხვადასხვა მოწყობილობებს, რომლებიც მძღოლისა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე არის პასუხისმგებელი.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი, სწორედ აკუმულატორის გაუმართაობაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკუმულატორის გამართულად მუშაობაზე ზრუნვის აუცილებლობას, ამასთანავე აუცილებელია პერიოდულად შევამოწმოთ აკუმულატორის შესაძლებლობები - სასიცოცხლო ლიმიტი, ვიდრე უშუალოდ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up