თეგეტა მოტორსის და თიბისი ბანკის 20 წლიანი პარტნიორობა

თეგეტა მოტორსის და თიბისი ბანკის 20 წლიანი პარტნიორობა

access_time2017-12-28 17:13:02

1995 წელს ავტოექსპორტით დაწყებული პატარა ბიზნესი დღეს უკვე ბაზრის 60% -ს ფლობს და მისი წლიური გაყიდვები 300 მილიონს აღწევს. თეგეტა მოტორსი დღეს თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტია. კომპანიის გარდამტეხი ეტაპი განვითარების თვალსაზრისით კი სწორედ თიბისის უკავშირდება. თეგეტა მოტორსის ფინანსური დირექტორი რევაზ ზირაქაძე თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობის დეტალებზე გვიყვება.


-როდიდან იწყება თეგეტა მოტორსის ურთიერთობები თიბისი ბანკთან და როგორ ვითარდებოდა ეს თანამშრომლობა?


ჩვენ თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია გვაქვს, ეს ურთიერთობები 20 წელზე მეტს ითვლის. თავიდან მცირე თანხების გაცემით დაიწყო და დღეს უკვე სესხების საკმაოდ ვრცელი პორტფელი გვაქვს თიბისიში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი 2008 წელი იყო, როდესაც EBRD - თან თიბისისთან ერთად სესხი გავაკეთეთ, დაფინანსდა ჩვენი ცენტრალური ოფისის მშენებლობა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი პროექტი და გარდამტეხი ეტაპი თეგეტასთვის ქართულ ბაზარზე, ასევე თიბისისა და EBRD - თან სასესხო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც.


-დღეს თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტი ხართ, რას გულისხმობს ეს სტატუსი, რა სახის ურთიერთობები გაქვთ?


ეს არ არის მხოლოდ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობა, ეს ასევე მოიცავს რჩევებს, კონსულტაციებს, პარტნიორობას ორივე მხრიდან. ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ფინანსური ინსტიტუტის ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები იმ ეტაპებზე, რა მიმართულებითაც ჩვენ გამოცდილება ჯერ არ გვაქვს. მეორე მხრივ, ჩვენ ბაზარზე ერთ-ერთი დიდი მოთამაშე ვართ და ჩვენი მხრიდან დანახული თიბისის მომსახურებაც ასევე მნიშვნელოვანია ბანკისთვის, ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ მათ ამას.



-რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი თიბისი ბანკზე?




ნაწილობრივ შევეხე ამ თემას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თიბისისთან გაცილებით მეტი გვაკავშირებს, ვიდრე კლასიკური სესხების მიღებაა. ჩვენი ურთიერთობები პირველ რიგში პარტნიორობას გულისხმობს, მათგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას და არა საკუთარი ბიზნესინტერესების გატარების სურვილს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბაზარზე არსებულ ვითარებას რომ შევხედოთ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება ხოლმე, მე ამაში ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი, ასეთი დამოკიდებულება კი ყველაზე ხელშესახები თიბისი ბანკთანაა. თიბისისთან ურთიერთობები დაახლოებით 1995 წელს დავიწყეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ბაზარზე ავტოექსპორტის მიმართულებით ვსაქმიანობდით.


-დღეს თუ მუშაობთ რაიმე ახალ პროექტზე თიბისისთან ერთად, უნდა ველოდოთ თქვენი კომპანიისგან რაიმე სიახლეს უახლოეს მომავალში?


ჩვენ ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსესხებელი ვართ და როგორც ჩვენთვის, ასევე თიბისისთვის საინტერესო გახდა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ძიება. ეს კაპიტალის ბაზრებზე სხვადასხვა რესურსია. ჩვენ ვთანამშრომლობთ არა ერთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან, ამ პროცესში კი თიბისი ბანკი და თიბისი კაპიტალი აქტიურად გვეხმარებიან, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სიახლე. მათთან ერთად დიდ გამოცდილებას ვიღებთ, არის შეცდომები, მაგრამ ბევრს ვსწავლობთ და ძალიან სწრაფად მივდივართ წინ.



-თიბისი რა როლს ასრულებს თქვენი ბიზნესის განვითარების კუთხით?



როდესაც ურთიერთობები ასეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, აქ პოზიტივთან ერთად პრობლემებიც იჩენს თავს, ასეთ დროს კი შესაძლოა, დაიწყო ალტენრატივის ძიება ბაზარზე, ამ პროცესში ღრმად რომ შეხვალ, რწმუნდები, რომ ყველაზე სწორი არჩევანი სწორედ თიბისია, კიდევ უფრო მეტად გჯერა, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობებით ერთმანეთს ვაძლიერებთ.
-ბოლოს გკითხავთ თიბისი ბანკის როლზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით...



ვფიქრობ, რომ თიბისის ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მხრივ. მსხვილი ბიზნესების დიდი ნაწილი, რომელიც ქართულ ეკონომიკას ქმნის, სწორედ თიბისის პორტფელშია თავმოყრილი. თიბისის ძალიან დიდი როლი აქვს ბაზარზე, სამომავლოდ დაგეგმილი არა ერთი პროექტი კი, როგორიცაა მაგალითად ანაკლია, ძალიან მნიშვნელოვანია.


ავტორი: ხატია შამანაური
ფოტო: ირაკლი შალამბერიძე





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up