„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

access_time2020-03-13 18:02:18

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევე ავტოსერვისის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ.


კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველი პროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვა მრავალი პროდუქცია, ხოლო თუ თქვენთვის სასურველი პროდუქტი არ მოიძებნა, საშუალება გაქვთ შეუკვეთოთ და 5-7 დღეში მიიღოთ.


ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ.



„თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება - გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისით სარგებლობისას შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი დაზიანდა, თქვენ კი მის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ ან უბრალოდ არ იცით როგორ შეცვალოთ, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თეგეტას ევაკუატორის 24 საათიანი მომსახურებით.


იმ შემთხვევაში თუ გიწევთ ვიზიტი, თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ასევე თეგეტას ცხელ ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up