„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

access_time2022-05-18 15:17:06


„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Construction Machinery Georgia „ლიბჰერთან“ (Liebherr) თანამშრომლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 14 მაისს, წინანდალში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე. სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთის ბაზარს გერმანული პრემიუმ ბრენდის სამშენებლო და სამთო-მომპოვებელ ტექნიკას ექსკლუზიურად შესთავაზებს.


რაფაელ გოპფელი, „ლიბჰერის“ სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი ტექნიკის მიმართულების გენერალური დირექტორი: „რეგიონის მასშტაბით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. როდესაც გადავწყვიტეთ, საქართველოსა და სომხეთში შემოვსულიყავით, სწორედ მაშინ შევხვდით „თეგეტა ჰოლდინგს“ და პარტნიორობა შევთავაზეთ. მათზე არჩევანი რამდენიმე კომპანიას შორის გავაკეთეთ. ახლა, საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის დროს, ამ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. შევხვდი „თეგეტა ჰოლდინგის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“.


წინანდალში გამართულ შეხვედრაზე Construction Machinery Georgia-სა და Fayat group-ის წევრი „მარინის“ (Marini) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია უკვე არის უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის კიდევ ერთი ბრენდის, „ბომაგის“ (Bomag) ოფიციალური დილერი.


სამივე პრემიუმ ბრენდი საგზაო, სამშენებლო და სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისთვის  საჭირო ტექნიკის სრულ ხაზს ფარავს.


ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „ლიბჰერთან“, „ბომაგთან“ და „მარინისთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სიახლით „თეგეტა ჰოლდინგი“ და Construction Machinery Georgia ადგილობრივ ბაზარს საგზაო-სამშენებლო ტექნიკის სრულ სპექტრს შესთავაზებს, რაც საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათი ბიზნესისთვის. გვექნება შესაძლებლობა, „თეგეტა ჰოლდინგის“ პორტფელში შემავალი მძიმე ტექნიკა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ბაზრის ნებისმიერი მოთხოვნა ჩვენი ბრენდების საშუალებით დავფაროთ“.


საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდების  ოპერირების აღსანიშნად წინანდალში გამართულ შეხვედრას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, „ლიბჰერის“ (Liebherr), „ბომაგისა“ (Bomag) და „მარინის“ (Marini) წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მომხმარებლები.



შეხვედრაზე კომპანიების პრეზენტაციები გაიმართა. Construction Machinery Georgia-მ კი სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.




გარდა ამისა, ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, ადგილზე გასცნობოდნენ „ბომაგის“ (Bomag) საგზაო-სამშენებლო ტექნიკას.

იონას ბეჩევიუსი, „ბომაგის“ გაყიდვების რეგიონული მენეჯერი: „ბომაგისთვის საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა. აქ ბევრ საგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ვხედავთ დიდ პოტენციალს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობის მიმართულებით. „ბომაგისთვის“, „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „ქონსთრაქშენ მაშინერი ჯორჯიას“ შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება იყო. „თეგეტა“ დიდი, კარგად ცნობილი ჰოლდინგია. აღსანიშნავია ისიც, რომ მას გზების მშენებლობის მიმართულებით პარტნიორობის კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ ეს გახდა „ბომაგის“ დილერად მისი შერჩევის მიზეზი“.

ბრენდების შესახებ:ლიბჰერი“ (Liebherr) გერმანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის წარმოების სფეროში წამყვან ადგილს იკავებს. დღეს Liebherr-ის ბრენდი 140-ზე მეტ ბიზნესგაერთიანებას მოიცავს და 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„ბომაგი“ (Bomag) და „მარინი“ (Marini) უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Fayat group-ის წევრი კომპანიები არიან.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით და გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. კომპანია დღეს, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით და დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

აღნიშნულ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობით, Construction Machinery Georgia მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს შესთავაზებს. კომპანიაში ტექნიკის სერვისს დატრენინგებული, კვალიფიციური მექანიკოსები, თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის მეშვეობით განახორციელებენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up