„თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა USAID-ისა და UN WOMEN GEORGIA-ს პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

„თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა USAID-ისა და UN WOMEN GEORGIA-ს პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

access_time2022-10-05 19:04:03

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში თბილისში, პანელური დისკუსია გაიმართა. „გენდერულად ინკლუზიური ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოს პროფესიული უნარების ეკოსისტემაში“ - ამ თემაზე სფეროს ექსპერტებმა, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის სამივე რგოლის ჩართულობა თანაბრად  მნიშვნელოვანია. 


პანელის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს მოწვეულმა სტუმრებმა კერძო სექტორიდან. მათ შორის იყო ,,თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი. ვახტანგ კაჭარავა ავტოინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიას ხელმძღვანელობს, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცია. თუმცა, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კომპანიაში წლიდან წლამდე არა მხოლოდ იზრდება ქალი თანამშრომლების რაოდენობა, არამედ შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც  საავტომობილო მომსახურების სფეროში, სატვირთო ავტომობილის პირველი მექანიკოსი ქალები სწორედ ,,თეგეტას“ სივრცეში გაჩნდნენ. ვახტანგ კაჭარავამ ქალთა გაძლიერების მიმართულებით კომპანიაში მიმდინარე პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.


ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ პროექტებსა და აქტივობებზე, რასაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით ვახორციელებთ. აქცენტი გავაკეთეთ ქალთა პროფესიულ განვითარებაზე და კიდევ ერთხელ სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ თეგეტა ჰოლდინგში გვყავს, როგორც სატვირთოების, ასევე მსუბუქი ავტომობილების ქალი მექანიკოსები. ამასთან USAID-ის მხარდაჭერით „თეგეტა აკადემიაში“ უკვე ქართულ ენაზე ამოქმედდა სატრენინგო პროგრამა „ელექტუდი“. ეს ელექტრონული სასწავლო პლატფორმა საავტომობილო მიმართულებით საშუალებას გვაძლევს ონლაინ ფორმატში ავამაღლოთ და შევაფასოთ ნებისმიერი თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია.


ეს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ,,თეგეტა აკადემიაში“ ამოქმედდა. ვფიქრობთ, მსგავსი პროგრამების მრავალფეროვნება პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას უფრო მეტად ზრდის, რაც საბოლოოდ არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“.



ჰოლდინგი UN WOMEN GEORGIA-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი 2019 წლიდან გახდა და გენდერულად ინკლუზიური პრაქტიკისა და ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.


დღესდღეობით ქალთა გაძლიერების პრინციპებზე 151 კომპანიას აქვს ხელი მოწერილი, რომლებიც წარმოადგენენ მცირე, საშუალო და დიდ დამსაქმებლებს თითქმის ყველა ბიზნესსექტორიდან და ჯამში აერთიანებენ 70,000 თანამშრომელს. 



(R)

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up