თეგეტა აკადემია ბიზნესის განვითარებისთვის

თეგეტა აკადემია ბიზნესის განვითარებისთვის

access_time2021-10-08 16:56:30

თუ ხართ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც საქმიანობს სამშენებლო, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო სფეროში, ან უბრალოდ გაქვთ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებით და მძიმე ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი, ან მომსახურების სფეროში Front & Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, მომსახურების სტანდარტების შემუშავება - დანერგვა გჭირდებათ, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად დაგაინტერესებთ.


ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია „თეგეტა მოტორსში“ გაჩნდა თანამშრომლების პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნისა და სერვისების გაუმჯობესების საჭიროება. მაშინ დაიბადა იდეა შექმნილიყო სივრცე, სადაც ყველა მსურველს საშუალება ექნებოდა მიეღო სრულფასოვანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. იდეა წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა „თეგეტა აკადემია“.


მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს უკვე „თეგეტა აკადემია“ აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნეს მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე ჩატარდა 250 ტრენინგი, სადაც ჯამში 6000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 1200-მა მონაწილემ გაიარა სერვის პლიუსის ტრენინგები. მომსახურების სტანდარტები კი დაინერგა 15-მდე კომპანიაში. აკადემიის ტრენინგებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 97%-ია.


„თეგეტა აკადემიის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ცინარიძე დეტალურად გვიხსნის მომსახურების სპეციფიკას.


„ტექნიკურ მიმართულებაში ერთიანდება ტრენინგები მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებისა და სპეც-ტექნიკის მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ. მძღოლებს, ოპერატორებს, ტრანსპორტის მენეჯრებს და ყველას, ვისაც შეხება აქვს ტექნიკასთან, პირველ რიგში, ვასწავლით სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციას; ვასწავლით როგორ მოუარონ ტექნიკას იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიზოგოს ხარჯები. ასევე, ვასწავლით ავტომობილის/ტექნიკის აგებულებას და მუშაობის პრინციპებს.



ბიზნეს მიმართულებაში კი შედის Front და Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო კურსები. მათ შორის სერვის პლიუსი, მომსხაურების სტანდარტების დანერგვა და გაყიდვები“.


თეგეტა აკადემია, რომელსაც გუნდის სწავლებისა და განვითარების უკვე დიდი გამოცდილება აქვს, კომპანიებს საჭიროებების კვლევასაც სთავაზობს. ასევე შეთავაზების პაკეტშია თანამშრომლების განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება, მოგვიანებით კი შედეგების მონიტორინგსა და შეფასებასაც თეგეტა აკადემია თავის თავზე აიღებს, - ეს ყველაფერი კი როგორც ტექნიკური, ისე ბიზნეს მიმართულებით.


„თეგეტა აკადემიამ“ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. მრავალფეროვანია ტრენინგების თემატიკა, პარტნიორი კომპანიებისა და პროექტების სია კი საკმაოდ ვრცელია.


გარდა ამისა, სატრენინგო მომსახურებასთან ერთად, თეგეტა აკადემიამ ცოტა ხნის წინ არაფორმალური განათლების აღიარების უფლებაც მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ავტომექანიკოსს შეუძლია თავისი ცოდნა და გამოცდილება დაასაბუთოს და და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკაციც მიიღოს.


რაც შეეხება აკადემიის გუნდს, ყველა სასწავლო კურსს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და შეიტანონ წვლილი თქვენი კომპანიის თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.


(NS)



თეგები:
„თეგეტა“



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up