ტედროს გებრეიესუსი - მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ

ტედროს გებრეიესუსი - მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ხოლო ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ

access_time2021-01-27 18:30:00

მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება.



„ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.



ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ მექანიზმს და პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალქეების აცრა, ზოგან კი ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ.



„კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. „კოვაქსის“ ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით. მაგრამ მიუხედვად ამისა, თანამბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ და „კოვაქსს“ გვერდ უვლიან, რაც ვაქინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ. ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია 50 ქვეყანაში მთელი მსოლფიოს მასშტაბით. ყველა მათგანი მდიდარი ქვეყენაა. ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, რომ მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს უკეთებენ ვაქცინებს, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანებიც კი არ აუცრიათ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.




მისი თქმით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოში ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ აუნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში.



„ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, რომ „კოვაქსმა“ დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.



მან ასევე დაანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. მისი თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.





1tv.ge














„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up