ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მიესალმება ჩინეთის განცხადებას ექსპერტთა საერთაშორისო გუნდის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით.
„მივესალმებით ჩინეთის განცხადებას საერთაშორისო გუნდთან დაკავშირებით, რომელიც კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსის წარმოშობას შეისწავლის. მოუთმენლად ველით ჩვენს ჩინელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობას ამ მნიშვნელოვანი მისიის ფარგლებში ვირუსის წყაროსა და ადამიანში მისი გადასვლის გზის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით,“- წერს ჯანმო-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ დღეს განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც კოვიდ-19 პანდემიის წარმოშობის გამოკვლევა აქვს დავალებული, ჩინეთში 14 იანვარს ჩავა.
IPN.GE