თედო ისაკაძე: ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო 1 აგვისტომდე მიიღებს

თედო ისაკაძე: ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულო 1 აგვისტომდე მიიღებს

access_time2018-07-25 13:20:41


 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ხედვის წარდგენა განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე. ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, თბილისის საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

„კომერსანტი“ ამ თემაზე  თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომერეს თედო ისაკაძეს ესაუბრა.

 

- რამ განაპირობა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ასეთ განსაკუთრებულ ფორმატში წარმოდგენა?



- ერთი მხრივ საკითხის აქტუალობა გახლავთ ამის მიზეზი, მეორე მხრივ კი ის გარემოება, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და მხოლოდ ერთი ურბანული წარმონაქმნის, ამ შემთხვევაში თბილისის დონეზე პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. მაგალითად, თქვენ იცით, რომ ტაქსების რეგულაციის მიმართულებით პარლამენტს მოუწია კანონში ცვლილებების შეტანა და სატაქსო ბიზნესი ლიცენზირებას დაექვემდებარა. ასევე არა ქალაქის, არამედ ეროვნულ დონეზეა გადასაწყვეტი საწვავის ხარისხის სტანდარტის საკითხიც. ახალი ავტობუსების შემოყვანაც  ქვეყნის ბიუჯეტის თანამონაწილეობით განხორციელდება.


- წინა ინტერვიუში თქვენ შეგვპირდით, რომ ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით მოგვაწვდიდით ინფორმაციას.


- ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებითაც კახი კალაძემ  დღეს ვრცელი კომენტარი გააკეთა. ლიცენზირება რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე მხოლოდ აღრიცხვა-რეგისტრაციის ვალდებულება შემოვა, ახალ სტანდარტებზე კი ნაბიჯ-ნაბიჯ გადავალთ. საკრებულოში ამ დღეებში შემოვა ტაქსების რეგულაციის შესახებ დადგენილების პროექტი, ჯერ კომისიის ფორმატში განვიხილავთ და 1 აგვისტომდე საკრებულოს სხდომაზე მივიღებთ საბოლოო ვარიანტს.


- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ძველი ავტობუსების ახლით ასე მოკლე ვადებში ჩანაცვლება?


- როცა სატრანსპორტო პოლიტიკა არა მარტო დედაქალაქის, არამედ ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება, სავსებით დასაშვებია ის ვადები, რომელიც პრეზენტაციაში იყო მითითებული. გარდა ამისა კვლევები აჩვენებს, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების დიდი წილი, 71% დაბინძურების მოძრავ წყაროებზე, ამ შემთხვევაში ტრანსპორტზე მოდის და ეს კიდევ უფრო მწვავედ სვამს ახალი ავტოპარკის საკითხს. თემა ჯანმრთელობას ეხება და აქ სიძუნწე ყოვლად დაუშვებელია.

 

კომერსანტი





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up