2021 წლის თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 23.6 მლნ ლარით შემცირდა და 578.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის თებერვლის „თვის მიმოხილვა“-ში,
ვადაგადაცილებული სესხების 38.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.4 პროცენტამდე შემცირდა.