თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა

თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა

access_time2018-03-12 11:37:19

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, „მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 74,7 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 


როგორც "კომერსანტს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, მათ შორის, 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,1 ათასი ტონა.

 


საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,1 ათასი ტონა ანუ 66,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,3 ათასი ტონა ანუ 30,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 3%.

 


ქვეყნების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 26,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 17,3 ათასი ტონა (23,1%), თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი - 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი - 5,2 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი - 2,9 ათასი ტონა (3,9%).

 


იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის თებერვლის თვის იმპორტი აღემატება როგორც იანვრის თვის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ქვეყანაში საწვავის მოხმარება კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დგას.

 


აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

 


მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 


მ/წლის თებერვლის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 


2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 


2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,3 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

 

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up